დღის სიახლეებისიახლეები

ბაზისბანკის ფინანსური მხარდაჭერით და შეღავათიანი აგრო კრედიტის პროექტის ფარგლებში, ყვარელში ალკოჰოლური სასმელების საწარმო დაფინანსდა

0
გაზიარება

ბაზისბანკი აგრძელებს აგრო მეწარმეების დაფინანსებას. ბანკის ფინანსური მხარდაჭერით და შეღავათიანი აგრო კრედიტის პროექტის ფარგლებში, ყვარლის რაიონ სოფელ შილდაში, არყის სახდელი ქარხნა და საოჯახო მარანი აშენდა.პროექტის დასაფინანსებლად, ბაზისბანკის მიერ, 220,000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა.

ფერმერი საკუთარ 10 ჰა საფერავის ვენახებს ფლობდა, ხოლო ბაზისბანკის ინვესტიციით, ნეკრესის მონასტრის ფერდობზე, 5 ჰა ფართობზე დამატებით გააშენა საფერავის ჯიშის ვენახი. მეურნეობის გაფართოების, სოფლის მეურნეობის სპეცტექნიკის შესაძენად და საბრუნავი საშუალებებისათვის, თანამშრომლობის პერიოდში, ბაზისბანკის მიერ განხორციელებულმა ინვესტიციის მოცულობამ ჯამში 2 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

„მუდმივად მზად ვართ მხარი დავუჭიროთ სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებულ პირებსა და კომპანიებთან თანაშრომლობას და ხელი შევუწყოთ ფერმერული მეურნეობების განვითარებას. ვქმნით ახალ შესაძლებლობებს ბიზნესის წარმატებული საქმიანობისთვის. ეკონომიკურად გამართული ყოველი ახალი პროექტი და შექმნილი ახალი სამუშაო ადგილები ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკურ გაძლიერებას. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი პარტნიორობა მომავალში კიდევ უფრო გაფართოვდება და ახალ მასშტაბებს მიაღწევს,“ – განაცხადა ბაზისბანკის კომერციულმა დირექტორმა, გიორგი გაბუნიამ.

„ამჟამად, ვენახები უკვე სრულმოსავლიანია და პროდუქციის რეალიზება ქართულ ბაზარზე ხორციელდება. მეურნეობაში და საწარმოებში სრულად ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული.„ბაზისბანკთან ჩვენი პარტნიორობა წლების წინ დაიწყო. ბანკის ფინანსური ჩართულობითა და შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, 2013 წელს, საფერავის ჯიშის ვენახები 5 ჰექტარზე გავაშენეთ. ბიზნესის გაფართოების საჭიროებებიდან გამომდინარე, უკვე არსებულ ვენახებში, ბაზისბანკის მიერ, ყოველწლიურად ფინანსდება საბრუნავი საშუალებები, შევიძინეთ სოფლის მეურნეობის უახლესი ტექნიკა, მოვაწყეთ არყის და ღვინის საწარმო და მარანი.“ – აღნიშნა ინდ. მეწარმე დავით ლაფაჩიშვილმა

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!