დღის სიახლეებისიახლეები

ბენზინის ფასი საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში

0
გაზიარება

მიმდინარე ფასები მეზობელ ქვეყნებთან მიმართებაში, ლიტრა ბენზინი ყველაზე ძვირი თურქეთში, ხოლო ყველაზე იაფი აზერბაიჯანშია. მარტის დასაწყისში მეზობელ ქვეყნებს შორის ბენზინი ყველაზე ძვირი სომხეთში ღირდა. თუმცა სომხეთში 11 მარტიდან 22 ივლისის ჩათვლით ლიტრა ბენზინზე საშუალო ფასი არ შეცვლილა, მაშინ, როცა რეგიონის ყველა ქვეყანამ ამ მხრივ 0.05-0.10 დოლარიანი ინფლაცია განიცადა.

საქართველოში 11 მარტის მდგომარეობით ბენზინის საშუალო ღირებულება 1.19 დოლარს, ანუ 3,23 ლარს შეადგენდა, ამჟამად 1.23 დოლარს, 3.34 ლარს შეადგენს, რითიც ის სამეზობლო ხუთეულში მესამე ადგილზეა.

 22 ივლისიდან ბენზინის საშუალო ფასი რეგიონში ასეთია (ლიტრა; აშშ დოლარი):

  • აზერბაიჯანი – 0.64 (მარტში 0.59)
  • რუსეთი – 0,65 (0.60)
  • საქართველო – 1.23 (1.19)
  • სომხეთი – 1.32 (იგივე)
  • თურქეთი – 1,37 (1.26)

ყველაზე დაბალი ფასით შემდეგი 10 ქვეყანა გამოირჩევა (ლიტრა; აშშ დოლარი):

  • ირანი – 0,029 (მარტში იგივე)
  • ლიბია – 0,031 (იგივე)
  • ვენესუელა – 0,035 (იგივე)
  • ეგვიპტე – 0.28 (0,26)
  • ალჟირი – 0,34 (იგივე)
  • კუვეიტი – 0,34 (იგივე)
  • ანგოლა – 0.34 (0,36)
  • თურქმენეთი – 0,43 (იგივე)
  • მალაიზია – 0.43 (0,44)
  • ნიგერია – 0.48 (0,41)

22 ივლისიდან აშშ-ში ლიტრ ბენზინის საშუალო ფასი, მარტთან შედარებით, 0.02 დოლარით გაძვირდა და 1 დოლარი გახდა, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში კი ფასი იგივე, 0,78 დოლარი დარჩა. უცვლელია ფასი ჩინეთშიც და ლიტრა ბენზინი 1,19 დოლარი ღირს, ხოლო ინდოეთში, მარტთან შედარებით, 0.06 დოლარით, ანუ 1,26-დან 1.20 დოლარამდე გაიაფდა.

ევროპის ქვეყნებში ბენზინის საშუალო ფასი მარტის მსგავსად კვლავ 1,4-სა და 2,3 დოლარს შორის ვარირებს. მაგალითად, ლიტრა ბენზინზე ყველაზე დაბალი საშუალო ფასი უკრაინაში, 1.44 დოლარი დაფიქსირდა, თუმცა მარტში შედარებით ნაკლები, 1,41 დოლარი ღირდა. ბულგარეთში (1,45 დოლარი), ესპანეთში (1,75 დოლარი), ბელგიაში (1,8 დოლარი), გერმანიასა და ფინეთში (1,9 დოლარი) ფასები უცვლელი დარჩა, ხოლო საფრანგეთში, მარტთან შედარებით, 0.02 დოლარით, ანუ 2-დან 1.98 დოლარამდე გაიაფდა. იტალიასა და საბერძნეთში ბენზინი კვლავ 2 დოლარზე მეტი ღირს.

ყველაზე ძვირი ბენზინი შემდეგ ქვეყნებშია (ლიტრა; აშშ დოლარი):

  • მონაკო – 2,32 (იგივე)
  • ჰოგ-კონგი – 3.26 (მარტში 3,1)
  • დანია – 2,29 (2.2)
  • ისლანდია – 2.28 (2,31)
  • ნიდერლანდები – 2.18 (2,17)
  • ისრაელი – 2.14 (2,11)
  • ლიხტენშტეინი – 2.12 (2,09)
  • იტალია – 2.093 (2.09)
  • ბარბადოსი – 2.090 (2,092)
  • შვეიცარია – 2.082

ცნობისთვის: Globalpetrolprices ძირითადად, ქვეყნების, მათ შორის, საქართვეოლოს ბენზინის ფასს ყოველკვირეულად აახლებს, თუმცა იმ ქვეყნების მონაცემები, რომლებიც საწვავის ბაზრებს არეგულირებენ და რომლებშიც ფასები ხშირად არ იცვლება, მხოლოდ ყოველთვიურად ახლდება.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!