17 დეკემბერს სლოვენიაში, ქალაქ ცელიეში ბიბლუსი ჯგუფმა „XS სათამაშოების“ მაღაზია გახსნა, რაც ბიბლუს ჯგუფის ქსელის გლობალური განვითარების სტრატეგიის პირველი წარმატებული ნაბიჯია.
XS Igrace-ის მაღაზია მომხმარებლებს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სავაჭრო მოლში „სითი ცენტრ“-ში მასპინძლობს. „ბიბლუსი ჯგუფი“ სლოვენიაში აქტიურ განვითარებას და სამომავლოდ 10-15 ობიექტის გახსნას გეგმავს.
„XS“ ბრენდი წარმოადგენს უმაღლესი ხარისხის პროდუქციის რითეილერ კომპანიას, რომლის პარტნიორები არიან საერთაშორისოდ აღიარებული Hasbro, Mattel, LEGO, MGA, Spin Master, Jazwares Bruder, Moose, schleich, TY და სხვა.
ბიბლუსი ჯგუფი საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი რითეილერია, რომელიც აერთიანების ისეთ პოპულარულ ქსელებს როგორიცაა: წიგნების მაღაზია „ბიბლუსი“, სათამაშოების მაღაზია „პეპელა“ და “XS Toys”, მულტიფუნქციური სავაჭრო სივრცეების ქსელი „მულტი“ და კაფეების ქსელი „პიატო“. ჯამში ჯგუფი 125 სავაჭრო სივრცეს ფლობს.