ბილ აკმანმა Netflix-ში საკუთარი აქციების გაყიდვის გადაწყვეტილება მიღო, რის შედეგადაც 400 მილიონი დოლარით იზარალა. როგორც ცნობილია, კომპანიამ გამომწერების რაოდენობა დაკარგა, რის გამოც მისი საბაზრო ღირებულება მკვეთრად შემცირდა.
აკმანმა Netflix-ის აქციები იანვრის ბოლოს შეიძინა. საუბარია 3,1 მილიონ აქციაზე, რომლის სანაცვლოდაც ერთი ცალ აქციაში ინვესტორმა 360 დოლარი გადაიხადა. ოთხშაბათის ვაჭრობის შედეგად, Netflix-ის ერთი აქციის ღირებულება 226,19 დოლარამდე დაეცა.
აკმანი ამერიკელი ინვესტორია, რომელიც Pershing Square Capital Management-ის დამაარსებელი და მმართველი დირექტორია. Forbes-ის მიხედვით, მისი ქონება 3,2 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.