მობილური კავშირგაბმულობის კომპანია „ბილაინი“ აბონენტებს ახალ ხმოვან პაკეტებს სთავაზობს, რომელთა გამოყენება 7, 14 და 30 დღის განმავლობაშია შესაძლებელი.
ახალი 7-დღიანი ხმოვანი პაკეტი გულისხმობს საუბარს ყველა ადგილობრივ ქსელთან 150 წუთის განმავლობაში მხოლოდ 3 ლარად.
ახალი 14-დღიანი ხმოვანი პაკეტი მოიცავს 300 წუთს ყველა ადგილობრივ ქსელთან, ხოლო მისი საფასური 5 ლარს შეადგენს.
რაც შეეხება ახალ 30-დღიან ხმოვან პაკეტს, მისი შეძენა ასევე 5 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო ყველა ადგილობრივ ქსელთან სასაუბროდ 150 წუთია გამოყოფილი.
ხმოვანი პაკეტების აქტივაცია შესაძლებელია USSD კოდით, MyBeeline-ის აპლიკაციით, „ბილაინის“ ვებგვერდიდან და თვითმომსახურების ტერმინალით (ბილაინის მაღაზიებში).
“ბილაინი” მომხმარებელს სთავაზობს სხვადასხვა მოთხოვნაზე მორგებული პროდუქტების ფართო არჩევანს, რომელთა მიზანია აბონენტებს გაუმარტივოს ყოველდღიური საჭიროებების მოგვარება, იქნება ეს სამსახურებრივი, ოჯახური თუ განათლების, ისევე როგორც აძლევს გართობის, თავისუფალი დროის გატარებისა და ჰობის რეალიზების შესაძლებლობებს.