დაახლოებით სამი წლის წინ YOUTUB-ზე გამოჩნდა ახალგაზრდა ვლოგერი გოგონა თაკო საზინა, რომელმაც პოპულარობა გამოჩენისთანავე დაიმსახურა, პირველი ვიდეო მხოლოდ ორ წუთიანი იყო, თუმცა იუთუბის არხზე საკმაოდ დიდი ნახვები დააგროვა, პირველ ვიდეოს მეორე ვიდეოც მოჰყვა და ახლა უკვე სამოყვარულო დონეზე გადაღებულმა ვიდეოებმა დიდ წარმატებას მიაღწია. დღეს უკვე ორ წუთიანი ვიდეოები უფრო ვრცელმა ვიდეოგაკვეთილებმა ჩაანაცვლა, რომელშიც თაკო ქალბატონებს ასწავლის ყველაფერს რაც თავის მოვლას უკავშირდება, მოუთმენლად ელოდება საზოგადოება მის ახალ ვიდეოებს და განსაკუთრებული ყურადღებით ითვალისწინებს მის რჩევებს. თაკო დღეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი ინფლუენსერია, რომელსაც 300 ათასზე მეტი გაომწერი ჰყავს სოციალურ ქსელში.
გარდა იმ რჩევებისა, რომელსაც თაკო ყველას აძლევს, ის გამოირჩევა ვიზუალით, ჩაცმის სტილით და გემოვნებით. იმისათვის, რომ თაკოს მსგავსი სტილი მოირგოთ ამაში ისევ თაკო გეხმარებათ მისი ტანსაცმლის მაღაზიით Bisou By Sazina.