ბოლო ორი დღის მანძილზე კრიპტოაქტივების ბირჟაზე აღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება და საერთო კაპიტალიზაცია 966 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, ხოლო ბიტკოინის ფასმა 3%-ით მოიმატა და 20.300 დოლარს შეადგენს, კაპიტალიზაცია კი 387 მილიარდ დოლარს უდრის.
კრიპტოაქტივების ფასების ზრდა კავშირშია ამერიკულ საფონდო ბირჟებზე დაფიქსირებულ აღმასვლის ტენდენციასთან. გასულ 24 საათში აშშ-ის 500 უმსხვილესი კომპანიის საფონდო ინდექსი თითქმის 3.1%-ით გაიზარდა, Nasdaq-ის ტექნოლოგიური ინდექსის ღირებულებამ კი 3.3%-ით მოიმატა.