2024 წლის I კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობამ 749.4 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 4.6 პროცენტით მეტია. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 43.5 პროცენტი ქალია, ხოლო 56.5 პროცენტი – კაცი.
ამავე პერიოდში, დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით ბიზნეს სექტორში ვაჭრობის (საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი) – 212 297, დამამუშავებელი მრეწველობისა – 90 369 და ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობების დარგები ლიდერობენ – 73 820 დასაქმებული.
საქსტატის მონაცემებით, სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი ასევე მიუძღვით, მშენებლობის – 60 564 დასაქმებული, ტრანსპორტისა და დასაწყობების – 59 889, ინფორმაცია და კომუნიკაციის 46 301, და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობებს – 37 515.
საქსტატის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ყველაზე მეტ ადამიანს მსხვილი საწარმოები ასაქმებენ, შემდეგ მცირე, ბოლო ადგილზე კი საშუალო ზომის საწარმოები არიან. 2024 წლის პირველი კვარტლის მონაცემები ასეთია:
- მსხვილი საწარმო – 332 191 დასაქმებული;
- მცირე ზომის საწარმოები – 270 722 დასაქმებული;
- საშუალო ზომის საწარმოები – 146 504 დასაქმებული.