საინტერესო სიახლეებიდღის სიახლეებიზოგადი განათლებასიახლეებიფინანსები

ბიზნესი,რომლის დაწყებაც 100 დოლარით არის შესაძლებელი

0
გაზიარება

1. ბლოგინგი – ბლოგინგი არის ბიზნესი, რომლის დაწყებაც იაფი ღირს, მაგრამ დროთა განმავლობაში მისი მფლობელის ჭკვიანური ქმედების შედეგად, შეიძლება ძალიან მომგებიანი გახდეს. ამ სფეროში ყველაფრის სწავლა ინტერნეტში არსებული რესურსებით შეგიძლიათ. არსებობს უამრავი ონლაინ გაკვეთილი, როგორ უნდა გააკეთოთ ბლოგი და მიიღოთ მისი საშუალებით შემოსავალი.

2. სახლში მომზადებული საკვების ბიზნესი – სახლში მომზადებული გემრიელი საჭმელი, ეს ის არის, რაც ყველას უყვარს და რაც მომგებიანია. ადამიანები ძირითადად სწრაფი კვების ობიექტებში ე.წ. ფასთ ფუდებით იკვებებიან. ყველამ იცის, რომ ასეთი კვება ჯანმრთელობას პრობლემებს უქმნის, თუმცა ხშირ შემთხვევაში სხვა გზა უბრალოდ არ არის, იძულებულები ვართ, ასეთი საჭმელები მივირთვათ. განსაკუთრებით, ეს პრობლემა სტუდენტებს აწუხებთ. სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილება აჩვენებს, რომ სახლში მომზადებული საჭმლის სტუდენტებისთვის შეთავაზება განსაკუთრებით მომგებიანია.

3. ძიძა – ეს შეიძლება ცოტა მოძველებული ბიზნეს იდეაა, მაგრამ ძალიან პოპულარული და მომგებიანია. თუ ახალგაზდრა ასაკში ძიძად დაიწყებთ მუშაობას და შეიძენთ გამოცდილებას, ამ სფეროში დიდი წარმატების მიღწევა შეგიძლიათ. მშობლებს უყვართ წასვლა სავახშმოდ გარეთ, ან უბრალოდ რაიმე საქმე აქვთ.ასეთ დროს სჭირდებათ ვინმე, ვისაც ენდობიან, ვისთანაც ბავშვებს დატოვებენ.

დაიწყეთ მცირე სანაცნობო წრით – შესთავაზეთ მეგობრებს, ან მეზობლებს, რომ დაიტოვებთ ბავშვს, როცა ისინი დაკავებულები იქნებიან. შეგიძლიათ,შეთავაზება„ფეისბუქ“ რეკლამის საშუალებითაც გააკეთოთ. რა იცით, სამომავლოდ იქნებ საბავშვო ბაღიც გახსნათ.

4. ხელნაკეთი ნივთების მაღაზია – ეს ერთ-ერთი ყველაზე მარტივად დასაწყები და ამავდროულად, მომგებიანი ბიზნესია. ხელნაკეთი ნივთებით ადგილობრივებთან ერთად, ტურისტებიც ინტერესდებიან. რა თქმა უნდა, ბიზნესი განსაკუთრებით მომგებიანია მაშინ, თუ თავად ქმნით კრეატიულ ნივთებს, მაგრამ თუ ვერ ქმნით, არც ეს არის პრობლემა, შეგიძლიათ მოძებნოთ, დაუკავშირდეთ ადამიანებს, რომლებიც ხელნაკეთ ნივთებს ქმნიან და გააკეთოთ ასეთი მაღაზია.

5. რეპეტიტორი – მასწავლებლობაც ერთგვარი ბიზნესია. რა თქმა უნდა, უნდა შეგეძლოს სწავლება. თუ პროფესიონალი ხართ, მით უფრო მეტ ადამიანს მოუნდება რომ თქვენ იყოთ მისი, ან მისი შვილის რეპეტიტორი. შესაბამისად, შემოსავალიც გაიზრდება. რეპეტიტორობა შეუძლიათ სტუდენტებსაც. დაიწყეთ დაწყებითი კლასების ბავშვების მომზადებით, თანდათან თქვენს უნარებს განავითარებთ.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში რეგისტრირებული ბიზნესებიდან მხოლოდ 27% ფუნქციონირებს

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის 1-ლი აპრილის მდგომარეობით, საქართველოში 995 678 კომპანიაა რეგისტრირებული, საიდანაც აქტიური მხოლოდ 273 745 სუბიექტია. რეგისტრირებული 995 678 კომპანიიდან, 533 099 სუბიექტის საქმიანობა უცნობია,…

ძალაში შევიდა ცვლილება, რომელიც ქიმიოთერაპიის მედიკამენტები სრულად დაფინანსდებას ითვალისწინებს

ძალაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც ქიმიოთერაპიასთან, ჰორმონოთერაპიასთან და იმუნოთერაპიასთან დაკავშირებული პროგრამული მედიკამენტები, რომელიც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვისაა საჭირო, სრულად დაფინანსდება.…

საქართველო ჯანდაცვის ინდექსით მსოფლის 94 ქვეყანას შორის 79-ე ადგილზეა – Numbeo

2024 წლის აპრილის მდგომარეობით, საქართველო ჯანდაცვის ინდექსით მსოფლის 94 ქვეყანას შორის 79-ე პოზიციაზე აღმოჩნდა. მონაცემებს კლევის პორტალი, Numbeo აქვეყნებს. წინა კვლევასთან შედარებით, რომელიც 2023 წლის შუა პერიოდში…

ევროპის ხუთი უდიდესი სახელმწიფოს რეიტინგი

ევროკავშირი ამ ეტაპზე 27 წევრ სახელმწიფოს აერთიანებს. თითოეული მათგანი ერთმანეთისგან განსხვავებულია, როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად და კულტურულად, თუმცა ევროკავშირის ერთიანობას სწორედ მისი წევრების უნიკალურობა…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!