დღის სიახლეებისაინტერესო სიახლეებისიახლეები

ბლუმბერგი ბათუმის, როგორც ბიზნეს შესაძლებლობების ქალაქის შესახებ სიუჟეტს ამზადებს

0
გაზიარება

ტელეკომპანია BLOOMBERG ბათუმის, როგორც საინვესტიციო და მრავალფეროვანი ბიზნეს შესაძლებლობების ქალაქის შესახებ სიუჟეტს ამზადებს. ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის პრესსამსახური ავრცელებს, რომლის მიხედვითაც გადამღები ჯგუფის ობიექტივში ქალაქის ძირითად ტურისტულ ღირსშესანიშნაობებსა და ინფრასტრუქტურასთან ერთად მსხვილი საინვესტიციო პროექტები მოხვდა. სიუჟეტი, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით ბიზნეს სფეროს მილიონობით წარმომადგენელი იხილავს, ყურადღება ბათუმში მიმდინარე ბიზნეს პროექტებსა და ბიზნესის განვითარებისთვის ხელსაყრელ გარემოს დაეთმობა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის საიმიჯო კამპანიებს აქტიურად აწარმოებს წამყვან ტელეკომპანიებთან, რაც ხელს უწყობს ბათუმის, როგორც ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების პოზიციონირებას. წელს, რეგიონს სამიზნე ქვეყნებიდან 200-მდე ჟურნალისტი და ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი სტუმრობდა, რომლის შედეგადაც უცხოურ მედიაში აჭარის შესახებ 700-მდე სტატია, რეპორტაჟი, ფოტო და ბლოგპოსტი გამოქვეყნდა.

მსგავსი სიახლეები

2024 წელს კომერციულმა ბანკებმა 711.8 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს

2024 წლის იანვარ-მარტში კომერციულმა ბანკებმა 711.845 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს, საიდანაც 234.936 მლნ ლარი იანვარზე, 225.636 მლნ ლარი თებერვალზე, 251.273 მლნ ლარი კი მარტზე მოდის. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ…

დღეიდან ვენეციაში შესვლა ფასიანი გახდა – ბილეთის ფასი 5 ევროა

დღეიდან, 25 აპრილიდან ვენეციაში შესვლა ფასიანი ხდება. ქალაქში შესასვლელი ბილეთის ფასი 5 ევროა (5.3 დოლარი). ინფორმაციას France 24-ი ავრცელებს. აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ იტალია გახდება პირველი ქვეყანა, რომელიც მსგავსი…

Numbeo-ს რეიტინგში 96 ქვეყანას შორის საქართველო საშუალო ხელფასის ოდენობით 71-ე ადგილზეა

საქართველოში გადასახადების შემდგომი საშუალო თვიური სუფთა ხელფასი 1 300 ლარია. მსოფლიოში ყველაზე დიდ მონაცემთა ბაზის Numbeo-ს რეიტინგში 96 ქვეყანას შორის საქართველო საშუალო ხელფასის ოდენობით 71-ე ადგილზეა. შედარებისთვის:…

Hometta Design • ჰომეტა დიზაინი – შექმენი შენთვის!

ავეჯის საწარმო Hometta Design • ჰომეტა დიზაინი 2018 წლიდან ინტერიერის შემქმნელებს, დიზაინერებსა და სივრცის მფლობელებს შთააგონებს საოცნებო, ორიგინალური ავეჯით და მათ წარმოსახვას რეალურ სივრცეში ასახავს, კომპანია მომხმარებლებს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!