კომპანია Tesla Inc-ის აქციები 3%-ით გაუფასურდა და ეს იყო ზედიზედ მეხუთე სესიის განმავლობაში კლება, რაც რეალურად ხელს აძლევს ინვესტორებს, რომლებიც ფსონს ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანიის აქციების კლებაზე დებენ – წერს MarketWatch.
S3 Partners-ის მონაცემებით, ინვესტორებმა, რომლებიც Tesla-ს აქციების კლებაზე “თამაშობენ“, წლის განმავლობაში 15 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღეს, ამასთან, მხოლოდ დეკემბერში მათ 4,54 მლრდ დოლარი იშოვეს.
კომპანიის აქციები არ ჩამოცდენილა ფსიქოლოგიურ ნიშნულს – 125 დოლარს, ის მაინც ყველაზე დაბალ ფასად ივაჭრება 2020 წლის სექტემბრის შემდეგ. გასულ კვირას მან ღირებულების 17% დაკარგა, შედეგად კი აჩვენებს თვის, კვარტლისა და წლის ყველაზე ცუდ დინამიკას.Tesla-ს კაპიტალიზაცია 400 მლრდ დოლარს ჩამოსცდა, შედეგად კი კომპანია S&P 500-ის ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიების რეიტინგში მე-10 ადგილზე დაეშვა.