დღის სიახლეებისიახლეები

ბოლო 5 წელში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 48%-ით გაიზარდა

0
გაზიარება

PMC კვლევითი ცენტრის მიმოხილვის თანახმად საქართველოში, ბოლო 5 წელში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 48%-ით გაიზარდა – 2018 წელთან შედარებით, 2022-ში შემწეობას 209 000 ადამიანით მეტი იღებდა.

„სოციალური მომსახურების სააგენტოს პლატფორმაზე რეგისტრირებული ოჯახებისა და საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობა 2018 წლიდან 2019 წლამდე შემცირდა (რეგისტრირებული ოჯახები 318 ათასიდან 308 ათასამდე და შემწეობის მიმღები ოჯახები 128 ათასიდან 120 ათასამდე). თუმცა, 2019 წლიდან 2022 წლამდე რეგისტრირებული ოჯახების რაოდენობა 20%-ით გაიზარდა და 370 ათასი შეადგინა, ხოლო საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახები – 47%-ით და 176 ათასი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ გაანალიზებულ პერიოდში რეგისტრირებულ ოჯახებს შორის საშუალოდ 44% იღებდა საარსებო შემწეობას.

2018 წლიდან 2022 წლამდე შემწეობის მიმღები მოსახლეობის რაოდენობა 439 ათასიდან 648 ათასამდე გაიზარდა (48%-ით), ხოლო გაანალიზებულ პერიოდში საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობის წილმა 12%-დან 18%-მდე მოიმატა“, – აცხადებენ PMC კვლევით ცენტრში.

ბოლო 5 წელში საარსებო შემწეობის პროგრამის ბიუჯეტი 358 მლნ ლარით გაიზარდა. 2018 წელს შემწეობის ხარჯები 251 მლნ ლარს შეადგენდა, 2022 წელს კი 609 მლნ ლარი იყო.

„საშუალო წლიურმა ზრდის ტემპმა 20% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ საარსებო შემწეობის მიმღებთა ყველაზე დაბალი რაოდენობა 2019 წელს დაფიქსირდა. თუმცა, 2018 წელთან შედარებით, 2019 წელს საარსებო შემწეობის ხარჯები 27%-ით გაიზარდა. ეს გამოიწვია საარსებო შემწეობის საფინანსო პაკეტის მთლიანმა ზრდამ“, – ვკითხულობთ კვლევაში.

2018 წლიდან 2022 წლამდე მნიშვნელოვნად, 2.7 მლრდ ლარით გაიზარდა სოციალური პროგრამების საბიუჯეტო ხარჯები. ზრდა ეტაპობრივი იყო და 2018 წელს 3.3 მლრდ ლარს შეადგენდა, 2022 წელს კი – 6 მლრდ ლარს. შესაბამისად, გაანალიზებულ პერიოდში ასევე გაიზარდა სოციალური პროგრამების ხარჯების წილი მთლიანი ბიუჯეტის ხარჯებში 37%-დან 40%-მდე.

2018 წლიდან 2022 წლამდე, საქართველოში საშუალო თვიური საარსებო შემწეობა ერთ ოჯახზე 163 ლარიდან 256 ლარამდე გაიზარდა, ხოლო საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი – 292 ლარიდან 314 ლარამდე.

„მაჩვენებლების შედარება ცხადყოფს, რომ გაანალიზებულ პერიოდში საშუალო თვიური საარსებო მინიმუმი საშუალოდ 51%-ით აღემატება საშუალო თვიურ საარსებო შემწეობას“, – აცხადებენ PMC კვლევით ცენტრში.

მიმოხილვის მიხედვით, 2018-2022 წლებში შემწეობის მიმღები ოჯახების ყველაზე მაღალი წილი დაფიქსირდა რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში (საშუალოდ 44.2%), სამეგრელო-ზემო სვანეთსა (18.3%) და შიდა ქართლში (16.9%), ხოლო ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო თბილისში (9.8%), სამცხე-ჯავახეთსა (11%), და იმერეთში (11.6%).

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!