Bloomberg-ის ინფორმაციით, აზიაში ბრინჯის ფასი 15 წლის მაქსიმუმზეა. ტაილანდური თეთრი ბრინჯის გაცვლითი ფასები აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში ტონაზე 648 დოლარს შეადგენს.
როგორც Bloomberg ბრინჯის ექსპორტიორთა ადგილობრივ ასოციაციაზე დაყრდნობით წერს, 2008 წლის შემდეგ ეს ყველაზე მაღალი ფასია. ბრინჯის ფასმა ბოლო სამ წლიანი რეკორდი 2023 წლის 26 ივლისს მოხსნა, როცა ტონაზე მისმა ღირებულებამ 572 დოლარი შეადგინა. ბრინჯის ფასის თითქმის 50%-იან ზრდას სხვადასხვა მიზეზი განაპირობებს. Მათ შორის, ტაილანდში მშრალი ამინდი თეთრი ბრინჯის წარმოებას აფერხებს, ბრინჯის ერთ-ერთმა მსხვილმა ექსპორტიორმა – ინდოეთმა კი, გარკვეული სახის ბრინჯის, მათ შორის, თეთრის ბრინჯის ექსპორტი აკრძალა. ინდოეთის მთავრობის ამ გადაწყვეტილებამ, მიწოდება შეამცირა და მსოფლიო ბაზარზე ფასების ზრდა გამოიწვია.