ბრიტანული ფუნტი დოლართან თითქმის კიდევ 5%-ით გაუფასურდა და მისი კურსი ისტორიულ მინიმუმზეა. გაუფასურების მიზეზი დიდი ბრიტანეთის მიერ გადასახადების შემცირების დაანონსებაა.
26 სექტემბერს სტერლინგის კურსი დოლართან მიმართებით 1.0327-მდე შემცირდა, რაც ისტორიაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
ფუნტი ერთ დღეში ამგვარად 2020 წლის მარტის შემდეგ არ შემცირებულა, მაშინ ინვესტორებში პანიკას კორონავირუსის შედეგად ბაზრების შეფერხება იწვევდა.
ცნობისთვის, დიდ ბრიტანეთში ინფლაციის დონე 9.4%-ია, რის გამოც ინგლისის ცენტრალური ბანკი მის მონეტარულ პოლიტიკას ამკაცრებს და საპროცენტო განაკვეთებს ზრდის.