დღის სიახლეებისიახლეები

ბუნებრივი კატასტროფების შედეგად 43 მილიონი ბავშვი უსახლკაროდ დარჩა – გაერო

0
გაზიარება

გაეროს ბავშვთა ფონდის უახლესი ანგარიშის მიხედვით, 2016 წლიდან 2021 წლამდე, დაახლოებით 43 მილიონი ბავშვი ექსტრემალური ამინდის გამო იძულებით გადაადგილდა. მოხსენების ავტორები ამბობენ, რომ ბავშვები და მათი ოჯახები სახლებს, პლანეტაზე კლიმატის ცვლილების გამო, ელვის სისწრაფით ტოვებენ.

„ეს მაჩვენებელი უფრო თვალნათლივ რომ გავიგოთ, დაახლოებით 20 000 ბავშვი თავის სახლს ყოველდღიურად ტოვებს“, – აცხადებს ანგარიშის ერთ-ერთი ავტორი რორა ჰილი.

დევნილი ბავშვების ნახევარზე მეტი ინდოეთში, ჩინეთსა და ფილიპინებში ცხოვრობს. მაგრამ თუ სტატისტიკას თითოეული ქვეყნის მოსახლეობის პროპორციულად შევხედავთ, ყველაზე მეტად აფრიკის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქვეყნები და კარიბის ზღვის პატარა კუნძულოვანი სახელმწიფოები დაზარალდნენ. მათგან 95% ქარიშხლებსა და წყალდიდობს გაექცა.

ექსპერტები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ამ ბავშვთაგან ბევრს შესაძლოა არაერთხელ განუცდია იძულებითი ევაკუაცია.

ანგარიშის ავტორების პროგნოზი საგანგაშოა: მათი თქმით, გლობალურ დათბობასთან ერთად, მომდევნო 30 წლის განმავლობაში დამატებით 100 მილიონი ბავშვი იძულებით გადაადგილდება. გაეროს ბავშვთა ფონდის მიგრაციისა და ლტოლვილთა მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ვერენა კნაუსი მიიჩნევს, რომ რეალურად ეს რიცხვი შესაძლოა, ბევრად მეტი იყოს, რადგან სპეციალისტებს არ აქვთ სრული მონაცემები.

„მსოფლიო საკმარისს არ აკეთებს. საკითხავია, კონკრეტულად რა შეგვიძლია გავაკეთოთ დაუყოვნებლივ? უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია ინვესტირება ადრეული გაფრთხილების სისტემებში ამინდის ანომალიების მქონე მაღალი რისკის ქვეყნებში“, – ამბობს კნაუსი.

ცნობისათვის, ანგარიში 44 ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას მოიცავს.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!