დღის სიახლეებისაინტერესო სიახლეებისტარტაპებიქართული წარმოება

ცეცხლგამძლე უნიფორმა-ახალი პროდუქტი ქართველი სტარტაპერებისგან

0
გაზიარება

ართული მეხანძრის უნიფორმის შემქნელები კასკადიორებისთვის უნიფორმას ქმნიან, რომელიც მათ ცეცხლოვან სცენებში მონაწილეობაში დაეხმარება. როგორც კომპანია Elven Technologies დამფუძნებელი ვამეხ ხერხეულიძე აცხადებს, უნიფორმაზე კომპანიის გუნდის წევრები “ქართველი კასკადიორების ჯგუფთან” ერთად მუშაობენ.
ხერხეულიძე არ გამორიცხავს, რომ მორიგი ფილმი, რომელშიც “ქართველი კასკადიორების ჯგუფის” მონაწილეობით ცეცხლოვანი სცენა იქნება გათამაშებული, სწორედ მათი უნიფორმის დახმარებით გადაიღონ. მისი თქმით, ქართველი კასკადიორების ჯგუფი საქართველოში და მსოფლიოში არაერთ კინოსტუდიასთან თანამშრომლობს, მათ შორის მათი კასკადიორების დახმარებით არის გადაღებული Fast and Furious 9 და Kingsman 3.
“ქართველი კასკადიორების ჯგუფთან ერთად ვქმნით ამ პროდუქტს. მათთან ერთად ვაკეთებთ ტესტირებას, რაც გაცილებით ამარტივებს საქმეს, იმიტომ რომ მათ პრაქტიკაში იციან ბევრი დეტალი, რა როგორ სჭირდებათ. არის იმის ალბათობა, რომ შემდეგი ფილმის გადაღებისას ცეცხლოვანი კადრები ჩვენი ფორმის დახმარებით გადაიღონ. შესაბამისად, დიდია ალბათობა, რომ გვქონდეს პირველი ფილმი, რომელიც ჩვენი პროდუქტით იქნება გადაღებული,”-აცხადებს კომპანია  Elven Technologies-ის დამფუძნებელი ვამეხ ხერხეულიძე.

მსგავსი სიახლეები

ზღვის ფსკერზე 4 თვის დაძველებით ღვინის ფასი 100-150 ლარია

საქართველოში ზღვის ფსკერზე ღვინის დაძველების პროცესი 2020 წლიდან დაიწყო, პროექტს სათავეში "საქართველოს წყალქვეშა ცურვის ასოციაციის" თავმჯდომარე დავით ნიკოლეიშვილი მეგობართან ერთად ჩაუდგა. დავით ნიკოლეიშვილის თქმით…

მარკეტებში 1 კგ იმპორტული ლურჯი მოცვი 164%-იანი ფასნამატით იყიდება და 80 ლარი ღირს

საქართველოში ლურჯი მოცვის იმპორტი მცირედით, 0.2%-ით გაიზარდა. საქსტატის ინფორმაცით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში იმპორტირებულია 177.6 ათასი დოლარის 15.7 ტონა მოცვი, ხოლო გასული წლის იმავე პერიოდში 177.3 ათასი…

მსოფლიოს უმდიდრესი მემკვიდრეების ტოპ 10-ეული

Forbes-ის მიხედვით, 66 წლის ინდოელი ბიზნესმენი მუკეშ ამბანი მსოფლიოს უმდიდრეს მემკვიდრედ ითვლება, რომლის ქონებაც 116 მლრდ დოლარად არის შეფასებული. მუკეშმა და მისმა ძმამ, ანილმა უდიდესი ქონება მამისგან, დირუბაი ამბანისგან 2002…

სოფლის მეურნეობაში მშპ-ს წილით საქართველო მეზობელ ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა

სოფლის მეურნეობაში მშპ-ს წილით საქართველო მეზობელ ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა, ხოლო პირველ ადგილს სომხეთი იკავებს. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2011 წლიდან 2023 წლამდე მონაკვეთში, სოფლის…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!