ჩინეთსა და საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ ხელშეკრულებას ხელი ოფიციალურად მოეწერა. საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ ჩინეთში საქართველოს მოქალაქეები უვიზო რეჟიმით სარგებლობას მას შემდეგ შეძლებენ, რაც ორივე სახელმწიფოში შიდა პროცედურები დასრულდება.
ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი საქართველოს მხრიდან 2023 წლის 11 სექტემბრიდან ამოქმედდა. საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესების შესახებ 2024 წლის 26 თებერვალს გახდა ცნობილი.