ქათმის ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია „ჩირინა“ სოსისის მაღაზიებს გახსნის.
როგორც ბიზნესმენი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, განიხილება როგორც თბილისში, ისე რეგიონებში საწყის ეტაპზე 6 ბრენდული მაღაზიის გახსნა. მისი განცხადებით, ამ დროისთვის კომპანია მაღაზიისთვის საჭირო ტერიტორიის შერჩევის პროცესშია.
როგორც ვაშაკიძე აცხადებს, „ჩირინა“ სოსისების, ძეხვების და ქათმის ხორცის მარინადების წარმოებას მიმდინარე წლის ოქტომბრიდან მას შემდეგ დაიწყებს, რაც სართიჭალაში ახალ ქარხანას გახსნის.
საწარმოში, რომელიც 3 ჰა ტერიტორიაზე აშენდა, 30 მილიონი ლარის ინვესტირება განხორციელდა.
ამ ეტაპისთვის “ჩირინას“ „ბიუ- ბიუ“ ბრენდის სავაჭრო ჯიხურები და ბრენდული მაღაზიები აქვს.