სტარტაპებიRSS კატეგორიადღის სიახლეებიკვებამთავარი ამბები

„ჩიზზზი“ – როგორ გამოაცხო აჭარული ხაჭაპური 10 წუთში?

0
გაზიარება

„ჩიზზზი“ არის ნაკრები, რომლითაც აჭარული ხაჭაპურის გამოცხობა, სახლში, 10 წუთში შეგიძლიათ. ეს მომხმარებელს უზოგავს დროსა და ენერგიას, რომელიც მნიშვნელოვანი ფაქტორია თანამედროვე სამყაროში.“

თითქოს ხაჭაპურის გამოჩენა საქართველოში დიდი სიახლე არ უნდა იყოს, თუმცა თუ ამბავს დავაკვირდებით, მივხვდებით რომ ამ ინდუსტრიაში რევოლუციური გარღვევა მოხდა: როგორც იქნა ვიღაცამ გააკეთა ხაჭაპური, რომელსაც გამოიღებ საყინულიდან, ქურაში შეაგდებ და 10 წუთში მზად გექნება.

ამ მიგნების ავტორი ქართველი მარკეტერი და გურმანი, გიორგი ბოჭორიშვილია, რომლის თქმითაც პანდემიამ მას საშუალება მისცა დაფიქრებულიყო ბევრ რამეზე, ცხოვრებაზე, ჭამაზე, ცხოვრების წესის ცვლილებაზე და მათ შორის კლასიკური კერძების რებრენდინგზეც. ასე გაჩნდა ჩიზზზზის იდეა.

პროდუქტის პირველ საბოლოო სახემდე 6 თვე დაჭირდა. საცხობი “სექტორი დ3”-ის, მაღაზია “წერტის”, სარეკლამო სააგენტო “მეტროს” და მრავალი მეგობრის ძალისხმევამ შედეგი გამოიღო და ჩიზიმ დღის სინათლე ფუდმარკეტზე იხილა. 4 დღის მანძილზე 400 ხაჭაპური გაიყიდა და თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ 40 გრადუსიანი სიცხე იდგა მუშთაიდში, ამ რაოდენობის ცხელი საჭმლის გაყიდვა დიდებულ რეზულტატად უნდა შევაფასოთ.

იდეალური გამოცხობის საიდუმლო:

ყველის ნაზავი, როცა გალღვება, ჩადეთ აჭარული ქრასთის (ბაზის) გულში, თანაბრად გადაანაწილეთ; მანამდე ღუმელი გააცხელეთ 220 გრადუსზე, 10-15 წუთის განმავლობაში (ზედა+ქვედა ცხობის რეჟიმი). 7-8 წუთის მანძილზე გამოაცხვეთ 200 გრადუსზე და როცა ქრასთი ოქროსფერი გახდება, ჩაამატეთ ახალი კვერცხის გული (კოვზი ჩააჭირეთ ყველს და მერე ჩააგდეთ გული) და გამოაცხვეთ 45 წამი. ბოლოს დაამატეთ კარაქი. ორი სამი წუთის მანძილზე დაელოდეთ გაგრილებას და გემრიელად მიირთვით.

მსგავსი სიახლეები

Hometta Design • ჰომეტა დიზაინი – შექმენი შენთვის!

ავეჯის საწარმო Hometta Design • ჰომეტა დიზაინი 2018 წლიდან ინტერიერის შემქმნელებს, დიზაინერებსა და სივრცის მფლობელებს შთააგონებს საოცნებო, ორიგინალური ავეჯით და მათ წარმოსახვას რეალურ სივრცეში ასახავს, კომპანია მომხმარებლებს…

ელექტროენერგიის ექსპორტი თითქმის 15-ჯერ გაიზარდა

წელს 3 თვეში, ელექტროენერგიის ექსპორტი  წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის, 15-ჯერ გაიზარდა. კერძოდ, სტატისტიკის მიხედვით, 2024 წელს 3 თვეში ქვეყნიდან 20,299 მლნ კვტ.სთ (1,263 მლნ აშშ დოლარი) ელექტროენერგია…

2024 წლის საქართველოში იახტების იმპორტი 48.5%-ით გაიზარდა

2024 წლის იანვარ-მარტში საქართველომ 639 510 აშშ დოლარის იახტები (იახტები და სხვა მოცურავე საშუალებები დასვენების ან სპორტისათვის) იყიდა. მაშინ, როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველოში 328 830 აშშ დოლარის ღირებულების…

28 ივლისს Black Sea Arena-ზე ბრიტანული ბენდის Massive Attack-ის კონცერტი გაიმართება

სახელმწიფო პროგრამა Starring Georgia-ს ფარგლებში 28 ივლისს Black Sea Arena-ზე ბრიტანული ბენდის Massive Attack-ის კონცერტი გაიმართება. ინფორმაციას Black Sea Arena-ს ადმინისტრაცია ავრცელებს. ბილეთების გაყიდვა ხვალ - 25 აპრილს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!