ქართული წარმოებაRSS კატეგორიაკვებასიახლეებისტარტაპებისხვა

ჩურჩხელა ბოქსი – ამოავლე საკუთარი ხელით

0
გაზიარება

“ჩურჩხელა ბოქსი” ტრადიციული ქართული ტკბილეულის პოპულარიზაციის მიზნით შეიქმნა, რომელიც მომხმარებლებს ჩურჩხელის ამოსავლებად გამზადებულ ყველა საჭირო ინგრედიენტს ერთ ყუთში სთავაზობს.

როგორც სტარტაპის დამფუძნებელი ია იმერლიშვილი ამბობს, ქართული ტრადიციული ტკბილელობიდან ჩურჩხელა გამორჩეული, გემრიელი და სასარგებლო ნუგბარია. მისი გაკეთება ერთგვარი დღესასწაულია და საკუთარი ხელით ამოვლებული ჩურჩხელა ყველაზე გემრიელია. სტარტაპის შექმნის იდეაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება.

“ჩურჩხელა ბოქსში” – diy Do it yourself მოთავსებულია ინგრედიენტები, რომლებიც ზუსტად არის გათვლილი საჭირო ოდენობის ჩურჩხელის ამოსავლებად. ბადაგი, ნიგოზი, თხილი, ნუში, ჩირი, იმის მიხედვით თუ რა სურს მომხმარებელს. ასევე იქნება კახური, იმერული, რაჭული ბოქსები. მაქვს მცირე საოჯახო მეურნეობა “იას მეღვინეობა”, საკუთარი ვენახები წინანდლის მიკრო ზონაში, რაც მაღალი ხარისხის ნედლეულისთვის საუკეთესო პირობას იძლევა. ვაწარმოებ ღვინოს და ამავდროულად ბადაგს. შესაბამისად, ბოქსში მხოლოდ ჩემი წარმოებული ბადაგი იქნება.

სააღდგომოდ პროდუქტი ხელმისაწვდომი იქნება ონლაინ პლატფორმა soplidan.ge-ზე და მაღაზიაში. მისი შეკვეთა ასევე შესაძლებელი იქნება ჩემი მცირე მეურნეობის FB გვერდზე და ადგილზე კახეთში, სადაც სტუმრებს ღვინის დეგუსტაციასთან ერთად რთველის ლხინს და სხვა ტურისტულ სერვისებს ვთავაზობთ.”–აღნიშნავს ია იმერლიშვილი.

ახლახანს პროექტი საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 30 000 ლარიანი საგრანტო კონკურსის გამარჯვებული გახდა.

მსგავსი სიახლეები

2024 წლის საქართველოში იახტების იმპორტი 48.5%-ით გაიზარდა

2024 წლის იანვარ-მარტში საქართველომ 639 510 აშშ დოლარის იახტები (იახტები და სხვა მოცურავე საშუალებები დასვენების ან სპორტისათვის) იყიდა. მაშინ, როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველოში 328 830 აშშ დოლარის ღირებულების…

28 ივლისს Black Sea Arena-ზე ბრიტანული ბენდის Massive Attack-ის კონცერტი გაიმართება

სახელმწიფო პროგრამა Starring Georgia-ს ფარგლებში 28 ივლისს Black Sea Arena-ზე ბრიტანული ბენდის Massive Attack-ის კონცერტი გაიმართება. ინფორმაციას Black Sea Arena-ს ადმინისტრაცია ავრცელებს. ბილეთების გაყიდვა ხვალ - 25 აპრილს…

2023 წელს დაკლებული ქულების გამო მართვის უფლება 242 მოქალაქეს შეუჩერდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2023 წელს დაკლებული ქულების გამო მართვის უფლება 242 მოქალაქეს შეუჩერდა, მათგან ორმა კი გამოცდა ჩააბარა და მართვის მოწმობა თავიდან აიღო. მართვის უფლება ყველაზე მეტ…

ნაკრებს ჯგუფიდან გასვლისთვის ₾30 მლნ-ს გადაეცემა, ყოველი მატჩის მოგებისთვის კიდევ – ₾30 მლნ-ს- ფონდი „ქართუ“

საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ჯილდოს სახით, 30 მილიონ ლარს გადასცემს. ინფორმაცია ამის შესახებ ნათქვამია ფონდი „ქართუს“ განცხადებაში. „საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!