დღის სიახლეებისიახლეები

„ჩიკატაის“ სათამაშოები ავსტრალიაში ექსპორტზე გავიდა

0
გაზიარება

ხელნაკეთი სათამაშოების მწარმოებელმა ადგილობრივმა კომპანია „ჩიკატაიმ“ გასულ კვირას საკუთარი პროდუქცია ექსპორტზე ავსტრალიაში გააგზავნა. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა თამარ ბუიღლიშვილმა განაცხადა.

ბუიღლიშვილის თქმით ავსტრალიური სადისტრიბუციო კომპანიისაგან შეკვეთა „ჩიკატაიმ“ გასული წლის იანვარში პარიზში აიღო.

„პარიზში Playtime Paris საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში გასულ წელს ავსტრალიურმა სადისტრიბუციო კომპანიამ შეგვიკვეთა 550 ერთეული 6 სახეობის სათამაშო 7 სხვადასხვა კოლექციიდან.

სადისტრიბუციო კომპანია მელბურნიდანაა, თუმცა ჩვენი სათამაშოები ავსტრალიის სხვა ქალაქებშიც გადანაწილდება.„ჩიკატაი“ მიმდინარე წლის ზაფხულში იტალიაშიც გაემგზავრება და ექსპორტის შესახებ დაწყებულ მოლაპარაკებებს დაასრულებენ.“, – აღნიშნავს „ჩიკატაის“ დამფუძნებელი.

რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, ქართველ მომხმარებლებს „ჩიკატაის“ ხელნაკეთი სათამაშოების შეძენა მათსავე სახელოსნო-მაღაზიაში, პეტრიაშვილია 5-ში, ასევე ფალიაშვილის 23-ში, კონცეპტუალურ მაღაზია Mon Chou-ში შეუძლია.

სათამაშოების წარმოების სირთულეებზე საუბრისას თამარ ბუიღლიშვილი აღნიშნავს, რომ უცხოური ბაზრიდან სერტიფიცირებული ნედლეულის შემოტანა კომპანიისათვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.

„წარმოებაში იმპორტულ ნედლეულს ვიყენებთ. შემოგვაქვს 100%-ით ორგანული, სერტიფიცირებული ბამბის ქსოვილი. ასეთ ხარისხს საქართველოში ვერ ვიყიდით. თუმცა ნედლეულის იმპორტის პროცესი რთულია და ძვირიც.

მცირე ბიზნესებისათვის სახელმწიფო გადასახადები ძალიან მაღალია. ფაქტობრივად გამოდის, რომ ჩვენი შემოსავლის მეოთხედი გადასახადებში მიდის, რის გამოც კომპანიის შემდგომი განვითარება ფერხდება. ამ კუთხით რამე ინიციატივა თუ იქნება და ხელშეწყობა გვექნება – ძალიან გაგვიხარდება“, – აცხადებს თამარ ბუიღლიშვილი.

მსგავსი სიახლეები

ნომრის ამოცნობა თბილისსა და სხვა რეგიონებში 2,300 კამერას შეუძლია 

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის თანახმად, ქვეყნის მასშტაბით, სულ 7,379 ვიდეომეთვალყურეობის კამერა არის განთავსებული, საიდანაც 5,079 კამერა არის ზოგადი ხედვის, ხოლო მათ შორის ნომრის ამოცნობის შესაძლებლობა 2,300 კამერას…

საქართველოში ბიზნესის 67% კვალიფიციური კადრების დეფიციტს განიცდის

2024 წლის პირველ კვარტალში, სპეციალისტების ნაკლებობის პრობლემა ასოციაციის წევრი კომპანიების მიერ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად სახელდება - გამოკითხული ბიზნესის 67% სწორედ კვალიფიციური კადრების დეფიციტზე საუბრობს -…

19 სამოტივაციო ფრაზა – ცნობილი ადა­მი­ა­ნე­ბის წარ­მა­ტე­ბის გა­სა­ღე­ბი

1.მო­მა­ვა­ლი მი­სია, ვინც რის­კავს და არა მისი, ვინც უსაფრ­თხო­ე­ბა­სა და გა­რან­ტი­ებს ეძებს - ბრა­ი­ან თრე­ი­სი, სპი­კე­რი, ბიზ­ნეს­ლი­ტე­რა­ტუ­რის ავ­ტო­რი  2. წინსვლის სა­ი­დუმ­ლო და­წყე­ბა­შია - მარკ ტვე­ნი,…

OneRepublic-ის კონცერტის ბილეთების ფასი 145 ლარიდან 550 ლარამდე მერყეობს

Black Sea Arena-ს ცნობით, OneRepublic-ის კონცერტზე დასასწრები ბილეთების ყიდვა ვებ-გვერდზე TKT.ge და BSA.ge უკვე ხელმისაწვდომია. მათი ფასი კი, 145 ლარიდან 550 ლარამდე მერყეობს, თუმცა Starring Georgia -ს, TBC-სა და VISA-ს…

საქართველოს ეკონომიკა 7,7%-ით გაიზარდა

საქსტატის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.5% შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!