როგორც ყოველთვის! “ციკოლია”-სგან ყველაფერი განსხვავებული – ასე დააანონსა ბრენდმა, სუნამოს გაყიდვაში ჩაშვება.
დიზაინერმა ზვიად ციკოლიამ საათებისა და აქსესუარების შემდეგ,სუნამოს წარმოება დაიწყო. სუნამოს შეძენა მხოლოდ ,,ციკოლიას” ბუტიკში, შარდენზე, ბამბის რიგი 7 ნომერშია შესაძლებელი.
სამივე არომატის ღირებულება ერთი და იგივე ფასი, 749 ლარია.
ციკოლიამ სუნამოს წარმოება 2022 წლის დასაწყისში დააანონსა. „თავიდან იქნება 3 განსხვავებული არომატი 3 განსხვავებულ ფლაკონში. არომატები იქმნება სპეციალურად ციკოლიასთვის და არ გაიმეორებს რომელიმე ბრენდის სუნს”, – წერდა ზვიად ციკოლია წლის დასაწყისში.