საუდის არაბეთის მილიარდერი ბიზნესმენი, ინვესტორი, ქველმოქმედი და სამეფო ოჯახის წარმომადგენელი – პრინცი ალ ვალიდ ბინ ტალალ ალ საუდი 2008 წელს ჟურნალ Time-ის 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის მოხვდა.
პრინცი აკონტროლებს წილებს კერძო და საჯარო ბიზნესებში შეერთებულ შტატებში, ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში. შთამბეჭდავ უძრავ ქონებასთან ერთად, მას ასევე ეკუთვნის ცნობილი Through Kingdom Holding Co. Boeing 747, Airbus 321 და Hawker Siddeley 125 თვითმფრინავები.
Boeing 747 საუდის არაბეთის პრინცმა 2003 წელს იყიდა და მისი მოთხოვნების შესაბამისად გადააკეთებინა.
შიდა ინტერიერი
Boeing 747 არის ერთ-ერთი საუკეთესო კერძო თვითმფრინავი, რომელიც ოდესმე შექმნილა. დღეს კერძო თვითმფრინავში განლაგებულია 2 საძინებელი სივრცე, 14-კაციანი სასადილო მაგიდა და ცენტრში ტახტი.
გადაკეთება დაახლოებით 150 მილიონი დოლარი ღირდა. Dream Jet-ის ინფორმაციით, კერძო თვითმფრინავი, რომელიც საუდის არაბეთის პრინცს ეკუთვნის, ბოლო მონაცემებით, თითქმის 500 მილიონი დოლარი ღირს.
საძინებლების გარდა, აქ შეგხვდებათ დასასვენებელი ზონა, სპა, საუნა, სალოცავი ოთახი, ადგილი როიალთან ერთად, მარმარილოს წყლის შარდევნები და გასართობი ზონა.
ბოინგი ორსართულიანია, სადაც შიდა კიბით შეიძლება ასვლა. ექსტრავაგანტული ელექტრონული გადამრთველები, რომლებიც ჩართულია თითოეული სკამის საყრდენებში, საშუალებას იძლევა ინდივიდუალურად მოირგოთ თითოეული სავარძელი.
პერსონალური ლაუნჯის სივრცე 12 ადგილით, შეიძლება გაორმაგდეს საკონფერენციო ოთახად.
ზედა გემბანზე მისასვლელად, სადაც მოთავსებულია LCD ტელევიზორი და მასაჟის სავარძლები, შეიძლება გამოიყენოთ ლიფტი.საძინებელ ოთახს აქვს ჩვეულებრივი ზომის საწოლი და გვერდითი კედელი, რომელიც გაფორმებულია სათავსოებით. ყველა ამ მახასიათებლის გამო Boeing 747-ს “ცის დედოფალს” უწოდებენ.