ტექნოლოგიებიRSS კატეგორიასტარტაპებისხვაქართული წარმოება

CityPay – ახალი ქართული ფინტექ სტარტაპი

0
გაზიარება

გადახდის საშუალებები იცვლება და ეს ბუნებრივი პროცესია. ბარტერიდან პირობით სისტემებამდე, მონეტებიდან ქაღალდის ფულამდე, ხოლო ქაღალდიდან ციფრულ ფულამდე, გადახდის საშუალებები საჭიროებების მიხედვით გარდაიქმნა.
სტატიკური ვერც ციფრული ფული იქნება, დღეს კი მის მომავალს კრიპტოვალუტებთან აკავშირებენ. კრიპტოვალუტები ელექტრონული ფულია, რომლის ნაწილიც სრულიად დეცენტრალიზებულია, რაც ნიშნავს, რომ მისი გამოყენება შუამავლების გარეშე შეგვიძლია.

მნიშვნელოვანია, რომ კრიპტოვალუტებზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება, შესაბამისად მსგავსი გადახდების საჭიროებაც მატულობს. სწორედ ასეთ საჭიროებებს აკმაყოფილებს ქართული სტარტაპი CityPay, რომელიც კრიპტოგადახდის პლატფორმაა. ამით ქართული სტარტაპი ციფრული ვალუტით ტრანზაქციების შესაძლებლობას ქმნის და ბაზარზე ინოვაციურ გადახდებს ნერგავს. თუმცა, აქამდე სტარტაპმა ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესი გაიარა.

“ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, რეალურ საჭიროებებზე მორგებული პროდუქტი შეგვექმნა, რაც ბიზნესებს არსებულ სიტუაციაში ახალ და უნიკალურ შესაძლებლობებს მისცემდა. თუმცა, ეს მარტივი არ იყო. ამაში ძალიან დაგვეხმარა ყველა ის აქსელერაციის პროგრამა თუ სტარტაპების მხარდამჭერი პროექტი, სადაც არა მხოლოდ კონკრეტულ წარმატებებს მივაღწიეთ, არამედ პროდუქტის კიდევ უფრო დახვეწის შესაძლებლობა მოგვეცა.
გასულ წელს მოვიპოვეთ GITA-ს თანადაფინანსების გრანტი 100 000 ლარის ოდენობით, რაც დიდი ტრამპლინი იყო ჩვენი ბიზნესის განვითარებისთვის, ასევე დავსახელდით Startup World Cup 2020-ის რეგიონის 20 საუკეთესო სტარტაპში და Startup Istanbul-ის რეიტინგში მესამე ადგილზე ვიმყოფებით.” — გვითხრა ბექა ქემერტელიძემ, CityPay-ის აღმასრულებელმა დირექტორმა

როგორც კომპანიაში ამბობენ, ამჟამად, მათ უკვე აქვთ შესაძლებლობა, რომ კომპანიებს სრულფასოვნად მოემსახურონ. ამით კომპანიების მომხმარებლებს, მარტივი QR სკანირებით, პროდუქტის შეძენა და მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან მომსახურების მიღება შეეძლებათ.

ქართული სტარტაპის მსგავსი წარმატება ორმაგად მნიშვნელოვანია იმის ფონზე, რომ ისევე როგორც საქართველოში, რეგიონშიც კრიპტოგადახდების არხით არც თუ ისე ბევრი კომპანია სარგებლობს. რეალურად კი, საერთაშორისო და ლოკალური გადახდების მიღება კრიპტოვალუტით, ერთი მხრივ კომპანიებს უგვარებს მრავალ პრობლემას, მეორე მხრივ კი ძალიან მოსახერხებელია თავად კრიპტოვალუტის მფლობელისთვისაც.

ტრადიციული ადგილობრივი და საერთაშორისო ონლაინ გადახდების მიღების არხებისგან განსხვავებით, CityPay ტრანზაქციების საკომისიოს საგრძნობლად ამცირებს და ამასთანავე, არ აქვს ინსტალაციისა და ინტეგრაციის ღირებულება. შესაბამისად, სტარტაპის პარტნიორ ორგანიზაციებს შესაძლებლობა ექნებათ გადახდები მიიღონ მომენტალურად, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან და საშუალოდ 5-ჯერ უფრო იაფად. ამასთან, გადახდის მიღება პირდაპირ ლარშიც არის შესაძლებელი.

წყარო: www.next.on.ge

მსგავსი სიახლეები

Business summit 2024-ის შესახებ ინტერვიუ B2B სივრცეში წარმოდგენილი კომპანიის Konica Minolta Georgia-ს წარმომადგენელთან, თამარ შოშიტაშვილთან

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ბიზნეს შეხვედრა - Business summit 2024 გაიმართა, რომელიც წარმოადგენს საუკეთესო პლატფორმას, ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს…

ერთ წელიწადში საქართველოს სახელმწიფო ვალი 216.3 მლნ დოლარით გაიზარდა

2024 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 8.812 მლრდ დოლარს (დღევანდელი კურსით 23.981 მლრდ ლარს) გადააჭარბა. ეს კი 216.361 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 111.061 მლნ…

Business Summit 2024-ის შეჯამება, ახალი პროექტი ბიზნესებისთვის და საინტერესო რჩევები სტარტაპერებს – ინტერვიუ SGBA-ს პრეზიდენტთან, მაია ტატულაშვილთან

წლის მთავარი ბიზნეს მოვლენის SGBA-Business Summit 2024-ის შესახებ, წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის პრეზიდენტმა Maia Tatulashvili-მა დეტალირად ისაუბრა თუ რას ეძღვნებოდა სამიტი, რატომ იყო საინტერესო და გამორჩეული…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!