დღის სიახლეებისიახლეები

CO2-ის ემისიები გლობალურად რეკორდულ დონემდე გაიზარდა

0
გაზიარება

გასულ წელს CO2-ის ემისიები გლობალურად რეკორდულ დონემდე გაიზარდა, წიაღისეული საწვავის მოხმარების გაგრძელებამ კი მსოფლიო კვლავ გლობალური დათბობის საფრთხის გზაზე დააყენა. ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) მონაცემებით, 2022 წელს ენერგიასთან დაკავშირებული ემისიები 0.9%-ით გაიზარდა და 36.8 მილიარდ მეტრიკულ ტონას გადააჭარბა.

ზრდის პარალელურად, ევროპასა და ჩინეთში ინდუსტრიული წარმოება მნიშვნელოვნად შემცირებულია. აღსანიშნავია ისიც, რომ IEA-ის აღმასრულებელი დირექტორის, ფათიჰ ბიროლის განცხადებით, ენერგოკრიზისის გავლენას, გლობალური ემისიების მნიშვნელოვანი ზრდა, როგორც ამას თავიდან ვარაუდობდნენ, სულაც არ მოჰყოლია. მიუხედავად ამისა, წიაღისეული საწვავისგან ემისიების ზრდა კვლავ შესამჩნევია, რაც მსოფლიოსთვის, დასახული კლიმატური მიზნების შესრულების ხელისშემშლელი ფაქტორია.

ევროკავშირში ემისიები გასულ წელს 2.5%-ით შემცირდა, რაც უმეტესწილად ზამთარში უჩვეულოდ თბილი ამინდებისა და მზარდი ენერგოფასების გავლენით, ინდუსტრიების მიერ წარმოების შეჩერების დამსახურებაა. 2022 წელს 0.2%-ით ემისიები შემცირდა მსოფლიოს უმსხვილეს დამბინძურებელ ჩინეთშიც. ქვეყანაში ენერგომოხმარება სუსტი ეკონომიკური ზრდის, მშენებლობების შეფერხებისა და კოვიდის გავრცელების პრევენციისთვის მიღებული ზომების შედეგად შემცირდა.

ემისიები 0.8%-ითაა გაზრდილი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ძირითადად სამშენებლო სექტორის ზრდისა და წლის დასაწყისში დაფიქსირებული განსაკუთრებით ცივი ამინდების გავლენით, რამაც მოსახლეობას გათბობის მოხმარების ზრდისკენ უბიძგა. გასულ წელს ემისიების ზრდის უდიდესი ნაწილი აზიის განვითარებად ბაზრებსა და ეკონომიკაზე მოდის. რეგიონში კი ზრდის ნახევარზე მეტი ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურებზე მოდის.

ექსტრემალურმა ამინდმა, გასული წლის ემისიების ზრდის თითქმის მეხუთედი გამოიწვია. აქედან ორი მესამედი კი გაგრილების საშუალებების გამოყენებაზე მოდის, რაც კლიმატური დათბობით გამოწვეული სიცხის ტალღების გაძლიერებითა და გახშირებით შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!