ეკონომიკადღის სიახლეებისაინტერესო სიახლეებისიახლეებიფინანსები

დააწესებენ თუ არა ქართული რესტორნები „შეფარულ“ გადასახადს

0
გაზიარება

ინფლაციის მაღალ დონესთან გასამკლავებლად აშშ-ში სულ უფრო მეტი რესტორანი უწესებს კლიენტებს ახალ გადასახადებს. გადასახადის რამდენიმე სახეობაა, ასე მაგალითად, ლოს-ანჯელესში მომხმარებლებს ჩეკზე რესტორანში დასაქმებულთა სამედიცინო დაზღვევის 3%-იანი გადასახადი ხვდებათ, ზოგან კიდევ კლიენტებს ინფლაციის დროებითი გადასახადის გადახდა უწევთ.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, ხომ არ შეინიშნება მსგავსი პრაქტიკა საქართველოს ბაზარზეც. როგორც ჩვენთან საუბრისას საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა, შოთა ბურჯანაძემ განაცხადა, ქართული რესტორნების მხრიდან ამ სტრატეგიის გამოყენების მოლოდინი არ უნდა გვქონდეს, რადგან ეს მათთვისვე იქნება არაეფექტური და სტუმრების განწყობაზეც უარყოფითად აისახება.

„ამ ეტაპზე მსგავსი რამ არ შეინიშნება და არც მოლოდინი უნდა გვქონდეს ასეთი ფარული თუ პირდაპირი გადასახადების, რადგან სარესტორნო მომსახურება ადგილობრივი მომხმარებლისთვის ისედაც არაა იაფი. არსებობს საქართველოში პრაქტიკა, რომელიც ითვალისწინებს 10%-დან 15%-მდე დამატებით გადასახადს მომსახურების კუთხით ან მითითებულია დღგ.

რომელიმე რესტორატორი ან მფლობელი თუ გადმოიტანს ამ პრაქტიკას და გარკვეული შემოსავლის წყაროდ, გასამდიდრებლად დაამკვიდრებს, ეს არც ერთ ვარიანტში არ იქნება სტუმრის მხრიდან დადებითად აღქმული. ამ კუთხით მენიუს კიდევ დატვირთვა კონტრპროდუქტიული იქნება ოპერატორისთვის“, – ამბობს ბურჯანაძე.

რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა ისიც, რომ ტურისტული სეზონის დაწყების შემდეგ ფასების ზრდა რესტორნებში გარდაუვალი იქნება.

„სამწუხაროდ, ინფლაციასთან და გაზრდილ ხარჯებთან გამკლავების ერთადერთი შესაძლებლობა არის ფასების გაზრდა, თუმცა დღეს სარესტორნო ბიზნესი ამას არ აკეთებს. ესაა გათვლა ადგილობრივ მომხმარებელზე, რომელიც გაძვირებას ძალიან მტკივნეულად აღიქვამს. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ტურისტული სეზონის დაწყების შემდეგ ფასების ზრდა გარდაუვალი იქნება“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

შოთა ბურჯანაძე ფიქრობს, რომ ახლა რესტორნების მთავარი პრობლემა კადრებს უკავშირდება, მთავრობამ კი მის მოგვარებას საგადასახადო წნეხის შემცირებით უნდა შეუწყოს ხელი.

„ქმედითი ნაბიჯები პოსტკოვიდურ მდგომარეობაშიც საჭიროა, თუმცა, ჯერჯერობით, ჩვენი პრობლემები თვითრეგულირებაზეა, მთავრობა არ ერევა და ფიქრობს, რომ თავისით დარეგულირდება, სინამდვილეში კი ეს ქვეყნისთვის იქნება მტკივნეული.

პირველ რიგში, ყველაზე დიდი პრობლემა დასაქმების, კადრების პრობლემაა და მნიშვნელოვანია, რომ ამ კუთხით დაეხმაროს მთავრობა სფეროს. ამ პრობლემის გადაჭრა უმარტივესად შეიძლება საგადასახადო წნეხის მოხსნით, როდესაც ბიზნესს წნეხი შეუმსუბუქდება, შემდეგ გადაწყვეტს, თუ რა მიმართულებით განკარგოს გამოთავისუფლებული თანხები“, – უთხრა ბურჯანაძემ „ბიზნესპრესნიუსს“.

მსგავსი სიახლეები

2024 წელს კომერციულმა ბანკებმა 711.8 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს

2024 წლის იანვარ-მარტში კომერციულმა ბანკებმა 711.845 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს, საიდანაც 234.936 მლნ ლარი იანვარზე, 225.636 მლნ ლარი თებერვალზე, 251.273 მლნ ლარი კი მარტზე მოდის. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ…

დღეიდან ვენეციაში შესვლა ფასიანი გახდა – ბილეთის ფასი 5 ევროა

დღეიდან, 25 აპრილიდან ვენეციაში შესვლა ფასიანი ხდება. ქალაქში შესასვლელი ბილეთის ფასი 5 ევროა (5.3 დოლარი). ინფორმაციას France 24-ი ავრცელებს. აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ იტალია გახდება პირველი ქვეყანა, რომელიც მსგავსი…

Numbeo-ს რეიტინგში 96 ქვეყანას შორის საქართველო საშუალო ხელფასის ოდენობით 71-ე ადგილზეა

საქართველოში გადასახადების შემდგომი საშუალო თვიური სუფთა ხელფასი 1 300 ლარია. მსოფლიოში ყველაზე დიდ მონაცემთა ბაზის Numbeo-ს რეიტინგში 96 ქვეყანას შორის საქართველო საშუალო ხელფასის ოდენობით 71-ე ადგილზეა. შედარებისთვის:…

Hometta Design • ჰომეტა დიზაინი – შექმენი შენთვის!

ავეჯის საწარმო Hometta Design • ჰომეტა დიზაინი 2018 წლიდან ინტერიერის შემქმნელებს, დიზაინერებსა და სივრცის მფლობელებს შთააგონებს საოცნებო, ორიგინალური ავეჯით და მათ წარმოსახვას რეალურ სივრცეში ასახავს, კომპანია მომხმარებლებს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!