დღის სიახლეებისიახლეები

დაგროვებით საპენსიო სისტემაში ცვლილებებია

0
გაზიარება

2023 წლის აგვისტოდან დაგროვებით საპენსიო სქემაში ჩართულ მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ თავად აირჩიონ, რა რისკიანობის პორტფელში დაბანდდება მათი დანაზოგები. კერძოდ, თუ აქამდე მხოლოდ დაბალ რისკიანი საინვესტიციო პორტფელი არსებობდა, ახლა უკვე საშუალო და მაღალრისკიანიც დაემატება. ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა გოგა მელიქიძემ განაცხადა.

„კანონში თავიდანვე იყო ეს ჩანაწერი. გაშვების დღიდან 5 წელი უნდა ყოფილიყო დაბალ რისკიანი და შემდეგ უნდა დავამატოთ საშუალო და მაღალრისკიანი პორტფელები. 6 აგვისტოს სწორედ ეს თარიღი დგება, ამის მერე ჩვენ უნდა გვქონდეს, დაბალი, საშუალო და მაღალრისკიანი პორტფელები. ამის მერე უკვე მონაწილეებს ექნებათ სრული არჩევანი. დღევანდელი კანონით მოხდება ავტომატური რებალანსირება, ანუ მონაწილეები ასაკობრივი ჯგუფიდან გამომდინარე, გადანაწილდებიან საინვესტიციო პორტფელებში და მერე მათ ექნებათ სრული დისკრეცია (უფლება), რომ აირჩიონ სხვა საინვესტიციო პორტფელი.

დღევანდელი კანონის ჩანაწერით, 40 წლამდე ასაკის მონაწილეები მოხვდებიან მაღალრისკიანი პორტფელში, 40-დან 50-წლამდე საშუალო რისკიანში, ხოლო 50 წელს ზევით მონაწილეები – ნაკლებად რისკიან პორტფელში (ანუ არსებულ საინვესტიციო პორტფელში, რომელიც გვაქვს). შემდეგ, უკვე მონაწილეებს ექნებათ გონივრული ვადა, რომ ან დარჩნენ არსებულ საინვესტიციო პორტფელში, სადაც მოხდა მათი გადანაწილება ასაკობრივი ზღვრიდან გამომდინარე, ან აირჩიონ სხვა საინვესტიციო პორტფელი. არჩევის შემდეგ, იქნება 12-თვიანი ვადა (ეს იქნება ჩაკეტილი პერიოდი), ამის შემდეგ შეგიძლია სხვა არჩევანი გააკეთო. ეს 12 -თვიანი ჩაკეტილი პერიოდი იმისთვის არის საჭირო, რომ ჩვენ აქეთა მხარემ, მონაწილეები გადავიყვანოთ სხვადასხვა საინვესტიციო პორტფელში და მათ სახელზე არსებული დანაზოგიც გადავანაწილოთ შესაბამის პორტფელებში.

რაც შეეხება ძირითად განსხვავებებს, ნაკლებად რისკიანი საინვესტიციო პორტფელი მოიაზრებს შედარებით ნაკლებ ინვესტიციებს გლობალურ აქციებში, საშუალო და მაღალ რისკიანი საინვესტიციო პორტფელები მოიაზრებს, უფრო მეტ ინვესტიციებს. აქციები თავის თავში არის უფრო რისკიანი საინვესტიციო ინსტრუმენტი, ის ფასში უფრო მეტად მოძრაობს და გრძელვადიანად უფრო მეტი მოგების პერსპექტივა აქვს, მაგრამ კონკრეტულ პერიოდში შეიძლება მნიშვნელოვანი ფასის ცვალებადობა განიცადოს. მაგალითად, საშუალო რისკიან პორტფელში, აქციების ალოკაცია არის 40%-მდე, მაღალრისკიანი საინვესტიციო პორტფელში მინიმუმ 40%, მაქსიმუმ 60%-მდე. ნაკლებად რისკიანში ეს არის მხოლოდ 20%“,- განაცხადა გოგა მელიქიძემ.

2023 წლის მაისის მდგომარეობით, დაგროვებით საპენსიო სქემაში 1,403 მლნ-მდე ადამიანია გაწევრიანებული. ამავე პერიოდის მონაცემებით, საქართველოს მოქალაქეების მთლიანი საპენსიო დანაზოგი 3.5 მილიარდი ლარია. მათ შორის, საინვესტიციო საქმიანობის შედეგად მიღებული წმინდა ამონაგები 556 მილიონ ლარს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!