დღის სიახლეებისიახლეები

დაგროვებითი პენსიის გაცემა დაიწყო

0
გაზიარება

„ჩვენ უკვე დაახლოებით, 10 მლნ ლარი გვაქვს გაცემული დაგროვილი პენსიის სახით. დაახლოებით, 3000 ადამიანზე მეტია, ვინც უკვე ისარგებლა მათ მიერ დაგროვილი თანხით“,- ინფორმაცია ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს დირექტორმა გიორგი დანელიამ  გადაცემაში „მონეტიზაცია“ განაცხადა.

ამ დროისთვის ფონდში უკვე 3,3 მლრდ ლარია დაგროვილი, ხოლო საინვესტიციო საქმიანობიდან ზედ დარიცხული სარგებელი 500 მლნ ლარს შეადგენს.

„დღეის მდგომარეობით უკვე 3,3 მლრდ ლარი გვაქვს დაგროვილი საპენსიო ფონდში, რაც ქართული ეკონომიკისთვის საკმაოდ დიდი ოდენობით თანხაა. ამასთან, მას შემდეგ, რაც საინვესტიციო საქმიანობა დავიწყეთ, ეს არის 2019 წლის დასაწყისი, უკვე 500 მლნ ლარზე მეტი გვაქვს სარგებელი მიღებული. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ციფრია, იმიტომ, რომ რეალურად ეს თანხა არის ჩვენი მონაწილეების საკუთრება, ეს არის მათ დანაზოგზე დარიცხული სარგებელი, რომელიც შესაძლებელი გახდა მიგვეღო ჩვენი საინვესტიციო საქმიანობიდან გამომდინარე. ამ სქემაში დაახლოებით, 1,300 მლნ-ზე მეტი ადამიანი გვყავს გაწევრიანებული და ძალიან გვახარებს ის ფაქტიც, რომ ჩვენ ნელ-ნელა დავიწყეთ პენსიების გაცემას.

ბუნებრივია, ჯერჯერობით პენსიის მიმღებთა რაოდენობა არ არის ძალიან დიდი, მაგრამ რაც დრო გავა, უფრო მეტი ადამიანი მიაღწევს საპენსიო ასაკს და რეალურ სარგებელი, რასაც ამ რეფორმისგან ველით, მომავალ წლებში კიდევ უფრო მკვეთრად გამოჩნდება“,- განაცხადა გიორგი დანელიამ.

მსგავსი სიახლეები

დღეიდან ვენეციაში შესვლა ფასიანი გახდა – ბილეთის ფასი 5 ევროა

დღეიდან, 25 აპრილიდან ვენეციაში შესვლა ფასიანი ხდება. ქალაქში შესასვლელი ბილეთის ფასი 5 ევროა (5.3 დოლარი). ინფორმაციას France 24-ი ავრცელებს. აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ იტალია გახდება პირველი ქვეყანა, რომელიც მსგავსი…

Numbeo-ს რეიტინგში 96 ქვეყანას შორის საქართველო საშუალო ხელფასის ოდენობით 71-ე ადგილზეა

საქართველოში გადასახადების შემდგომი საშუალო თვიური სუფთა ხელფასი 1 300 ლარია. მსოფლიოში ყველაზე დიდ მონაცემთა ბაზის Numbeo-ს რეიტინგში 96 ქვეყანას შორის საქართველო საშუალო ხელფასის ოდენობით 71-ე ადგილზეა. შედარებისთვის:…

Hometta Design • ჰომეტა დიზაინი – შექმენი შენთვის!

ავეჯის საწარმო Hometta Design • ჰომეტა დიზაინი 2018 წლიდან ინტერიერის შემქმნელებს, დიზაინერებსა და სივრცის მფლობელებს შთააგონებს საოცნებო, ორიგინალური ავეჯით და მათ წარმოსახვას რეალურ სივრცეში ასახავს, კომპანია მომხმარებლებს…

ელექტროენერგიის ექსპორტი თითქმის 15-ჯერ გაიზარდა

წელს 3 თვეში, ელექტროენერგიის ექსპორტი  წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის, 15-ჯერ გაიზარდა. კერძოდ, სტატისტიკის მიხედვით, 2024 წელს 3 თვეში ქვეყნიდან 20,299 მლნ კვტ.სთ (1,263 მლნ აშშ დოლარი) ელექტროენერგია…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!