2024 წლის 29 თებერვლის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით 8,274-მა პირმა ისარგებლა – საპენსიო სააგენტო
სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაცით, აღნიშნულ პირებზე პენსიის სახით ჯამში 26,350 მლნ ლარი გაიცა. გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდში საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1,496 მლნ ადამიანს შეადგენდა.
ამავე პერიოდში საპენსიო აქტივების ღირებულებამ 4,6 მლრდ ლარი, ხოლო წმინდა ამონაგებმა 941 მილიონი ლარი შეადგინა.