დღის სიახლეებიRSS კატეგორიაბანკებიტექნოლოგიები

DataFest Tbilisi სპეციალური გამოშვებით ბრუნდება. პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

0
გაზიარება

DataFest Tbilisi, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, რიგით მერვე, ციფრული გამოშვებით ბრუნდება. ღონისძიება სამი დღის განმავლობაში, 5,6 და 7 მაისს გაიმართება, ხოლო მთავარი თემა 21-ე საუკუნეში ტექნოლოგიებისა და მონაცემების როლი იქნება. ფესტივალის პირველი ორი დღე საკითხის ირგვლივ არსებულ ვორქშოპებს, დისკუსიებსა და ლექციებს დაეთმობა, ხოლო დასკვნით დღეს ისაუბრებენ მონაცემებზე დაფუძნებულ ჰაკათონებს, სადაც მონაწილეებს მიეცემათ შესაძლებლობა, იმუშაონ სხვადასხვა მნიშვნელოვან პროექტზე.

DataFest Tbilisi აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ყველაზე მასშტაბური, ყოველწლიური მონაცემთა ფესტივალია, რომელიც ხუთწლიან ისტორიას ითვლის. 2017 წლიდან დღემდე, პროექტის ფარგლებში, არაერთი ღონისძიება გაიმართა, რა დროსაც 80 სხვადასხვა ქვეყნიდან 4000-ზე მეტ მონაწილესა და 180-მდე სპიკერს უმასპინძლეს ისეთი საერთაშორისო კომპანიებიდან, როგორებიცაა Meta, Google და Amazon, ჩატარდა 220 პრაქტიკული ვორქშოფი და 70 ინსპირაციული გამოსვლა.  

საერთაშორისო პროექტი ამჯერად საქართველოს ბანკის მხარდაჭერით განახლდება, რომელიც აქტიურად ეხმარება ფესტივალს ფუნქციონირებაში. კიბერუსაფრთხოება, ხელოვნური ინტელექტზე დაფუძნებული ტექნოლოგიები, მონაცემთა ანალიზი და სტატისტიკა, ვიზუალური ამომცნობი სისტემები – ეს და სხვა საინტერესო ტექნოლოგიური საკითხები არის ის მთავარი თემები, რაზეც DataFest Tbilisi-ის ფესტივალზე საუბრობენ.

ღონისძიებაზე დასწრება უფასოა, რისთვისაც რეგისტრაციის გავლაა საჭირო. დეტალების შესახებ ინფორმაცია ფესტივალის გვერდზეა მოცემული.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში რეგისტრირებული ბიზნესებიდან მხოლოდ 27% ფუნქციონირებს

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის 1-ლი აპრილის მდგომარეობით, საქართველოში 995 678 კომპანიაა რეგისტრირებული, საიდანაც აქტიური მხოლოდ 273 745 სუბიექტია. რეგისტრირებული 995 678 კომპანიიდან, 533 099 სუბიექტის საქმიანობა უცნობია,…

ძალაში შევიდა ცვლილება, რომელიც ქიმიოთერაპიის მედიკამენტები სრულად დაფინანსდებას ითვალისწინებს

ძალაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც ქიმიოთერაპიასთან, ჰორმონოთერაპიასთან და იმუნოთერაპიასთან დაკავშირებული პროგრამული მედიკამენტები, რომელიც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვისაა საჭირო, სრულად დაფინანსდება.…

საქართველო ჯანდაცვის ინდექსით მსოფლის 94 ქვეყანას შორის 79-ე ადგილზეა – Numbeo

2024 წლის აპრილის მდგომარეობით, საქართველო ჯანდაცვის ინდექსით მსოფლის 94 ქვეყანას შორის 79-ე პოზიციაზე აღმოჩნდა. მონაცემებს კლევის პორტალი, Numbeo აქვეყნებს. წინა კვლევასთან შედარებით, რომელიც 2023 წლის შუა პერიოდში…

ევროპის ხუთი უდიდესი სახელმწიფოს რეიტინგი

ევროკავშირი ამ ეტაპზე 27 წევრ სახელმწიფოს აერთიანებს. თითოეული მათგანი ერთმანეთისგან განსხვავებულია, როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად და კულტურულად, თუმცა ევროკავშირის ერთიანობას სწორედ მისი წევრების უნიკალურობა…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!