„თბილისობა“ 30 სექტემბერსა და 1-ელ ოქტომბერს გაიმართება- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კალაძის თქმით, მერია მოსახლეობას დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით მიაწვდის.
„დედაქალაქი “თბილისობას” 30 სექტემბერსა და 1-ელ ოქტომბერს აღნიშნავს რიყის პარკში, აბანოთუბანსა და ორბელიანის მოედანზე. 12:00 საათიდან, ღამის 22:00 საათამდე სხვადასხვა კულტურული და გასართობი ღონისძიება გაიმართება. 30 სექტემბერს, საღამოს, 20:00 საათზე, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართება თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია, რომლის დასრულებისას საზეიმო კონცერტი დაიწყება. ღონისძიება პირდაპირი ეთერით გაშუქდება. ასევე, რამდენიმე დღეში გაგაცნობთ დეტალურ ინფორმაციას”,-განაცხადა კალაძემ.