თბილისის მერიის ინფორმაციით, დიდი დიღომი და გლდანი ერთმანეთს რამდენიმე დღეში ბასლაინით დაუკავშირდება. ავტობუსის ზოლი გადაადგილებას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.საგზაო სამუშაოები დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს და აპრილის დასაწყისში დასრულდება.
ბასლაინი მოეწყობა ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირზე, ჯორჯ ბალანჩინის ქუჩაზე და გიორგი მინდელის ხიდზე.