საინტერესო სიახლეებიდღის სიახლეებიეკონომიკასიახლეები

Dior-ის ყველაზე ძვირად ღირებული სახეები

0
გაზიარება

Dior -ს წლების განმავლობაში სხვადასხვა ცნობილი სახეები წარადგენდნენ. შარლიზ ტერონის საკულტო სუნამოებით დაწყებლი, კარა დელევინის მაკიაჟისა და კანის მოვლის ხაზით დასრულებული, ბრენდს უამრავი სახე ჰყავდა. წარმოგიდგენთ მათ შორის ყველაზე ძვირად ღირებულებს:

ანია ტეილორ-ჯოი – 1 მილიონი დოლარი

ანია ტეილორ-ჯოისთვის 2021 წელი გამორჩეული წელი იყო, რადგან მან The Queen’s Gambit-ში როლის შესრულებისთვის რამდენიმე ჯილდო მოიგო. 2021 წლის ოქტომბერში იგი გამოცხადდა მოდისა და მაკიაჟის გლობალურ ელჩად. მიუხედავად იმისა, რომ მისი კონტრაქტის დეტალები ჯერ არ არის ცნობილი, ტეილორ-ჯოი, სავარაუდოდ, წელიწადში 1 მილიონ დოლარზე მეტს გამოიმუშავებს.

კარა დელევინი – 1,5 მილიონი დოლარი

კარა დელევინი Dior-ის სილამაზის ელჩი და Dior-ის სამკაულების Dior Joaillerie ხაზის სახე 2019 წელს გახდა. მან ბრენდის ქვეშ რამდენიმე კამპანია წამოიწყო, მათ შორის Dior Lip Glow და დაბერების საწინააღმდეგო კანის მოვლის ხაზი – Capture Youth. გავრცელებული ინფორმაციით, მსახიობს პარტნიორობისთვის ყოველწლიურად 1,5 მილიონ დოლარს უხდიან.

მარიონ კოტიარი – 1,5 მილიონი დოლარი

ელეგანტური მარიონ კოტიარი Lady Dior Bags-ის სახე 2008 წელს გახდა. Dior-ის ბეჭდურ რეკლამებში მონაწილეობის პარალელურად, ის გადაიღეს ექსკლუზიურმა ფოტოგრაფებმა, როგორიცაა ანი ლეიბოვიცი და პიტერ ლინდბერგი. Elle-ის ცნობით თითო მოკლემეტრაჟიან ფილმში ლედი დიორისთვის, კოტიარს 1,5 მილიონი დოლარი გადაუხადეს.

ემა რადუკანუ – 2,75 მილიონი დოლარი

ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა სახე, რომელიც Dior-ს წარმოადგენს, ჩოგბურთის სენსაცია, ემა რადუკანუა. ის მხოლოდ 18 წლის იყო, როდესაც მრავალწლიანი კონტრაქტი გააფორმა და მარია გრაცია ჩიურის ქალის ტანსაცმლის კოლექციის სახე გახდა. კონტრაქტის მიხედვით, რადუკანუს 2,75 მილიონი დოლარი გადაუხადეს.

ჯონი დეპი – 5 მილიონი დოლარი

ჯონი დეპი Dior-ის სახე 2015 წელს გახდა. იგი მამაკაცის სუნამოს, Dior Sauvage-თვის მუშაობდა. დეპს კონტრაქტის მიხედვით 5 მილიონ დოლარზე მეტი გადაუხადეს.

რობერტ პატინსონი – 12 მილიონი დოლარი

რობერტ პატინსონმა 2013 წელს, როგორც Dior Homme-ის სუნამოების ახალი სახე, მსახიობი ჯუდ ლოუ შეცვალა. პატინსონის კამპანიის მოკლემეტრაჟიანი ფილმები, რომელიც განასახიერებს გაბედულ, მაგრამ დაუძლეველ პიროვნებას, მოდის სახლის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რეკლამაა. სამწლიანი კონტრაქტისთვის მსახიობს 12 მილიონი დოლარი გადაუხადეს.

2016 წელს ის ასევე გახდა Dior Ready-To-Wear დიზაინის ელჩი და გადაიღო ლეგენდარულმა ფიგურამ კარლ ლაგერფელდმა. 2021 წელს ის დაბრუნდა Dior Homme-ის კამპანიაში მოკლემეტრაჟიანი კოლაჟით – I’m Your Man.

ჯენიფერ ლოურენსი -15 მილიონი დოლარი

ჯენიფერ ლოურენსმა Dior-თან გარიგება 2014 წელს დადო. სამწლიანი კონტრაქტის მიხედვით, მას წლიურად 5 მილიონი დოლარის ანაზღაურება უნდა მიეღო. გარდა ამისა, იგი გახდა გლობალური ელჩი და სილამაზისა და აქსესუარების კამპანიის სახე.

შარლიზ ტერონი – 55 მილიონი დოლარი

ამ მხრივ Dior- ის ყველაზე ძვირად ღირებული გარიგება შარლიზ ტერონთან შედგა. მან მსახიობთან გააფორმა გრძელვადიანი კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც, 15 წლის განმავლობაში შარლიზი 55 მილიონ დოლარს მიიღებდა. სანაცვლოდ მსახიობი J’adore Dior-ის სუნამოს სახე გახდა. ტერონმა მონაწილეობა მიიღო სუნამოების რამდენიმე კამპანიაში და დღემდე ახორციელებს ბრენდის რეკლამას – წითელ ხალიჩაზე ატარებს Dior-ის კუტურ კოსტიუმებს.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!