საქართველოში პირველი Drive thru სააფთიაქო ქსელი გაიხსნა. დრაივზე სააფთიაქო მომსახურების მიღება ამ ეტაპზე მხოლოდ ერთ ლოკაციაზეა შესაძლებელი. აფთიაქში მეორე ჯგუფის მედიკამენტების, ჰიგიენისა და თავის მოვლის საშუალებების და ასევე, ბავშვთა კვების შეძენა მანქანიდან გადმოუსვლელადაა შესაძლებელი.
ახალი კონცეფციის აფთიაქი მომხმარებლის კომფორტზეა ორიენტირებული და დროის დაზოგვის საშუალებას იძლევა.
როგორც Dr. Drive-ის თანადამფუძნებელმა, ანიკა იაშაღიშვილმა “ბიზნესპარტნიორთან” განაცხადა, მომხმარებლის მხრიდან ინტერესი და მომართვიანობა დღითიდღე მზარდია. ორი წლის თავზე კომპანია გაფართოებას და მთელი ქვეყნის მასშტაბით 20-ზე მეტი ობიექტის გახსნას გეგმავს.
„2 წლის თავზე მინიმუმ 25 ფილიალის გახსნას ვგეგმავთ. თბილისიდან დაწყებული ბათუმის ჩათვლით ავითვისებთ გზებს. ძირითადად ისეთ მონაკვეთებს, სადაც ადამიანს უჭირს აფთიაქის პოვნა და ეს მისთვის აუცილებელია,“ – ამბობს ანიკა იაშაღაშვილი.