დღის სიახლეებისიახლეები

დღეიდან ქვეყანაში სამი მნიშვნელოვანი ცვლილება ამოქმედდა

0
გაზიარება

2023 წლის 1-ლი თებერვლიდან საქართველოში სამი ცვლილება ამოქმედდა:

  1. 1-ლი თებერვლიდან ავტომობილების განმეორებითი ტექინსპექტირება ფასიანი ხდება

1-ლი თებერვლიდან ავტომობილების განმეორებითი ტექინსპექტირება ფასიანი გახდა. ცვლილების შედეგად ავტომობილის პირველადი ინსპექტირების ღირებულება უცვლელი რჩება და კვლავ 60 ლარი იქნება, ხოლო განმეორებით ინსპექტირებაზე გარკვეული ღირებულება წესდება. იმ სატრანსპორტო საშუალებების, რომელთა პირველადი ინსპექტირება 60 ლარია, მაგალითად მსუბუქი ავტომობილები, ტაქსები და.ა.შ. განმეორებითი ინსპექტირება 20 ლარი ეღირება, ხოლო იმ სატრანსპორტო საშუალებების შემთხვევაში რომელთა პირველადი ინსპექტირება 100 ლარი იყო, განმეორებითი ტექდათვალიერების ღირებულება 30 ლარი იქნება.

  1. ბანკებს შორის გადარიცხვებზე საკომისიოს ზედა ზღვარი წესდება

1-ლი თებერვლიდან ბანკებს შორის გადარიცხვებზე ეროვნული ბანკი საკომისიოს ზედა ზღვარს აწესებს. საუბარია, გადარიცხვებზე, რომელიც RTGS სისტემის საშუალებით ხორციელდება.

ცნობისთვის, აღნიშნული სისტემით ხორციელდება ბანკებს შორის ლარით გადარიცხვები, ასევე გადარიცხვები ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურში და პირიქით.

მაგალითისთვის, 10 000 ლარამდე გადარიცხვის შემთხვევაში, ფიზიკური პირისთვის ტარიფი იქნება არაუმეტეს 2 ლარი, 10 000 ლარიდან 100 000 ლარამდე – არაუმეტეს 5 ლარი და 100 000 ლარის და ზევით გადარიცხვის შემთხვევაში – არაუმეტეს 50 ლარი.

  1. „თიბისიში“ სალაროდან თანხის გატანის საკომისიო იზრდება

1-ლი თებერვლიდან „თიბისიში“ სალაროდან თანხის გატანის საკომისიო იზრდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თავად „თიბისი ბანკი“ ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ ოქტომბერში გავრცელებული ინფორმაციით, ეს წესი 2022 წლის 25 ნოემბრიდან უნდა ამოქმედებულიყო.

„ფიზიკური პირის საბარათე ანგარიშიდან თანხის უფასოდ ან შეღავათიანი პირობით გასატანად, გთხოვთ, ისარგებლოთ „თიბისის“ ბანკომატებით. 2023 წლის 1-ლი თებერვლიდან, ფილიალების სალაროებიდან, 3 000 ლარამდე თანხის გატანის მინიმალური საკომისიო იქნება გასატანი თანხის 2% (მინ. 2 ლარი), ხოლო უცხოური ვალუტის შემთხვევაში (1000 USD/EURO/GBP-მდე) – 2% (მინ. 1 USD/EURO/GBP),“ – ნათქვამია „თიბისის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი წესის ამოქმედებამდე, სალაროდან თანხის გატანაზე საკომისიო 0,6%-ს შეადგენდა.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში რეგისტრირებული ბიზნესებიდან მხოლოდ 27% ფუნქციონირებს

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის 1-ლი აპრილის მდგომარეობით, საქართველოში 995 678 კომპანიაა რეგისტრირებული, საიდანაც აქტიური მხოლოდ 273 745 სუბიექტია. რეგისტრირებული 995 678 კომპანიიდან, 533 099 სუბიექტის საქმიანობა უცნობია,…

ძალაში შევიდა ცვლილება, რომელიც ქიმიოთერაპიის მედიკამენტები სრულად დაფინანსდებას ითვალისწინებს

ძალაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც ქიმიოთერაპიასთან, ჰორმონოთერაპიასთან და იმუნოთერაპიასთან დაკავშირებული პროგრამული მედიკამენტები, რომელიც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვისაა საჭირო, სრულად დაფინანსდება.…

საქართველო ჯანდაცვის ინდექსით მსოფლის 94 ქვეყანას შორის 79-ე ადგილზეა – Numbeo

2024 წლის აპრილის მდგომარეობით, საქართველო ჯანდაცვის ინდექსით მსოფლის 94 ქვეყანას შორის 79-ე პოზიციაზე აღმოჩნდა. მონაცემებს კლევის პორტალი, Numbeo აქვეყნებს. წინა კვლევასთან შედარებით, რომელიც 2023 წლის შუა პერიოდში…

ევროპის ხუთი უდიდესი სახელმწიფოს რეიტინგი

ევროკავშირი ამ ეტაპზე 27 წევრ სახელმწიფოს აერთიანებს. თითოეული მათგანი ერთმანეთისგან განსხვავებულია, როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად და კულტურულად, თუმცა ევროკავშირის ერთიანობას სწორედ მისი წევრების უნიკალურობა…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!