RSS კატეგორიადღის სიახლეებიეკონომიკასაინტერესო სიახლეებისიახლეებიფინანსები

EBRD-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი განაახლა

0
გაზიარება

EBRD-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი განაახლა. წინა პროგნოზით, 2022 წელს ზრდა 3%-ს შეადგენდა, ამჯერად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა ეს მაჩვენებელი  8%მდე გაზარდა და რეგიონალური ეკონომიკური პერსპექტივის (REP) უახლესი ანგარიშშის მიხედვით, საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ეკონომიკა ბოლო წლების განმავლობაში ზრდის ყველაზე მაღალი ტემპით გამოირჩევა.

EBRD- ის პროგნოზით რეგიონში დაფიქსირებული წლევანდელი ძლიერი ზრდა 2023 წელს შემცირდება, რაც საშუალოვადიანი მდგრადობის მხრივ შემაშფოთებელია. ბანკი გაფრთხილებას იძლევა, რომ კავკასიაში ამჟამინდელი ზრდა ძირითადად დროებითი ფაქტორებით არის განპირობებული, რაც ადვილად შეიძლება, შეიცვალოს.

EBRD-ის შეფასებით, საქართველოსთვის რისკებს გაურკვევლობა და გარე შოკების მნიშვნელოვანი ალბათობა განაპირობებს. მაგალითად, თუ წელს საქართველოს ეკონომიკის პროგნოზირებული ზრდა 8%-ს შეადგენს, მომავალ წელს კი 5%-მდე. ანალოგიურ 8%-იან ზრდას წელს სომხეთის ეკონომიკაშიც პროგნოზირებენ, რაც 2023 წელს, საქართველოსთან შედარებით, ერთი პუნქტით დაბალი მაჩვენებლით, 4%-მდე შემცირდება. სომხეთის ეკონომიკის შემაფერხებელი ფაქტორი რუსეთის სრულად იზოლირებულ ეკონომიკასთან ქვეყნის კიდევ უფრო მჭიდრო კავშირია. აზერბაიჯანის ეკონომიკა წელს 4,5%-ით გაიზრდება, მომავალ წელს კი 2,5%-მდე შემცირდება. ქვეყნის გაურკვევლობას ენერგორესურსების ფასები და ინფლაცია განაპირობებს.

ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ენერგეტიკისა და სურსათის ფასების ზრდის ახალი ტალღის გამო, კავკასიაში ინფლაციის იმპულსმა მოიმატა, რასაც სამივე ქვეყნის ცენტრალურმა ბანკებმა განაკვეთების გაზრდის პოლიტიკით უპასუხეს. ამჟამად ინფლაცია, საშუალოდ, 10%-მდე დაეცა, რაც ჯერ კიდევ მაღალია, თუმცა EBRD-ის მთლიან საოპერაციო რეგიონებში არსებულ 16.5%-იან საშუალო მაჩვენებელზე დაბალია.

წლის პირველი შვიდი თვის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკის 10,3%-იან მკვეთრ ზრდას ტურიზმის განვითარება განაპირობებს, რამაც, თითქმის, პანდემიამდელ დონეს მიაღწია. ტურიზმის გარდა, მნიშვნელოვანი ფაქტორია ფულადი გზავნილების ზრდა, რაც ქვეყანაში რუსული ბიზნესისა და ტექნოლოგიების სექტორის პროფესიონალების დროებით შედინებით არის გამყარებული.

„ამ ტენდენციებმა ხელი შეუწყო საქართველოს სავაჭრო დეფიციტის დაფარვას და ლარის გამყარებას, რამაც საგარეო რეზერვების ზრდა გამოიწვია. მოსალოდნელია, რომ წელს ეს ზრდა გაგრძელდება, თუმცა უფრო ნელი ტემპით, ანუ 8%-ის მაჩვენებლზე, რაც მაინც მნიშვნელოვნად აღემატება ადრე პროგნოზირებულ 3%-იან ზრდას,“ – წერს EBRD.

 

მსგავსი სიახლეები

Hometta Design • ჰომეტა დიზაინი – შექმენი შენთვის!

ავეჯის საწარმო Hometta Design • ჰომეტა დიზაინი 2018 წლიდან ინტერიერის შემქმნელებს, დიზაინერებსა და სივრცის მფლობელებს შთააგონებს საოცნებო, ორიგინალური ავეჯით და მათ წარმოსახვას რეალურ სივრცეში ასახავს, კომპანია მომხმარებლებს…

ელექტროენერგიის ექსპორტი თითქმის 15-ჯერ გაიზარდა

წელს 3 თვეში, ელექტროენერგიის ექსპორტი  წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის, 15-ჯერ გაიზარდა. კერძოდ, სტატისტიკის მიხედვით, 2024 წელს 3 თვეში ქვეყნიდან 20,299 მლნ კვტ.სთ (1,263 მლნ აშშ დოლარი) ელექტროენერგია…

2024 წლის საქართველოში იახტების იმპორტი 48.5%-ით გაიზარდა

2024 წლის იანვარ-მარტში საქართველომ 639 510 აშშ დოლარის იახტები (იახტები და სხვა მოცურავე საშუალებები დასვენების ან სპორტისათვის) იყიდა. მაშინ, როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველოში 328 830 აშშ დოლარის ღირებულების…

28 ივლისს Black Sea Arena-ზე ბრიტანული ბენდის Massive Attack-ის კონცერტი გაიმართება

სახელმწიფო პროგრამა Starring Georgia-ს ფარგლებში 28 ივლისს Black Sea Arena-ზე ბრიტანული ბენდის Massive Attack-ის კონცერტი გაიმართება. ინფორმაციას Black Sea Arena-ს ადმინისტრაცია ავრცელებს. ბილეთების გაყიდვა ხვალ - 25 აპრილს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!