დღის სიახლეებისიახლეები

ელენე ბლიაძე Business summit 2024-ის ფარგლებში განხორციელებული: საოკუპაციო ზოლთან მდებარე ბიზნესების და მეწარმე ქალების მხარდასაჭერი პროექტის მონაწილეა

0
გაზიარება

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის ორგანიზებით 5 ივლისს გაიმართა: Business summit 2024, რომელიც მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და დატვირთული იყო მნიშვნელოვანი/საინტერესო აქტივობებით.

აღსაღნიშნავია ის ფაქტი, რომ სამიტი მოიცავდა საოკუპაციო ზოლთან მდებარე ბიზნესების და მეწარმე ქალების მხარდასაჭერ პროექტს, რაც ითვალისწინებდა იმას, რომ მთელი დღის განმავლობაში საოკუპაციო ზოლთან მცხოვრები მეწარმე ქალების ნამუშევრების გამოფენა/გაყიდვა განხორციელდა.

“საინტერესო ღონისძიება იყო, მრავალფეროვანი და წარმატებული მონაწილეებით. მსგავსი ღინისძიებები და მათში მონაწილეობა, ჩვენთვის დამწყები მეწარმეებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია, რათა გავაცნოთ ჩვენი ნაწარმი აუდიტორიას. კომპანია “ფაჩუჩის” დამფუძნებლები ვართ: ელენე ბლიაძე და დეიდა ნათია ქვრივიშვილი. სახელოსნო, სადაც ფაჩუჩებს ვამზადებთ მდებარეობს შიდა ქართლში, საზღვრისპირა სოფელ დირბში. ნივთებს საჩუქრებად ვამზადებდით და შეკვეთებს ვიღებდით სანაცნობო წრიდან. 2020 წლიდან გადავწყვიტეთ ჩვენი გატაცება შემოსავლის წყაროდ გვექცია, მოზიდეთ დაფინანსება და ჩვენს ეზოშივე ავაშენეთ სახელოსნო. ვამზადებთ სხვადასხვა ნივთებს, მაგრამ მომხმარებლის მოთხოვნიდან გამომდინარე ძირითადი აქცენტი გავაკეთეთ ფაჩუჩზე, რომელიც მზადდება ქართული 100% ნატურალური მატყლისგან, ვთელავთ სველი წესით, რაც აისახება მის გამძლეობასა და ხარისხზე. დიზაინში ვიყენებთ ქართულ ორნამენტებს და რა თქმა უნდა ვითვალისწინებთ მომხმარებლის სურვილებსაც. გვსურს ჩვენი ნაწარმი გავიდეს უფრო ფართო მასშტაბიან ბაზარზე, გავზარდოთ ცნობადობა, რაც მნიშვნელოვანია რადგან საქართველოში, როგორც მზარდი ტურიზმის ქვეყანაში ხელნაკეთ ნივთებზე მოთხოვნილება იზრდება, როგორც ტურისტების ისე ადგილობრივი მომხმარებლების მხრიდან” – ელენე ბლიაძე, კომპანია “ფაჩუჩის” დამფუძნებელი

 

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!