საქსტატის მონაცემების მიხედვით, საქმიანობებს შორის 2024 წელს მარტში, წინა წლის იგივე თვესთან შედარებით, ყველაზე მეტად ელექტროგაყვანილობის ხელოსნის მომსახურება გაძვირდა, 52,95%-ით, შემდეგია ავტომობილის რეცხვის გადასახდელი – 41,66%-იანი გაძვირებით და მღებავის მომსახურება 29,01%-ით გაზრდილი ფასით.
რაც შეეხება იმ მომსახურებებს, რომელიც წელს მარტში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაიაფდა, ასეთი მხოლოდ სამი მიმართულებაა, ესენია: საცურაო აუზის მომსახურების ღირებულება 0,48%-იანი გაიაფებით, ბინის დაქირავება, რომლის ფასმა მხოლოდ 0,44%-ით დაიკლო და ქალაქში ტაქსის მომსახურება, რომელიც საქსტატის მონაცემებით, სულ რაღაც 0,23%-ით გაიაფდა.
საანგარიშო პერიოდში, ფასი 7,7%-ით არის შემცირებული ავტომობილის აკუმულატორზე, 5,7%-ით საბურავებზე, ხოლო 1,9%-ით სათადარიგო ნაწილებზე, თუმცა ავტომობილის შეკეთება – 15,76%-ით არის გაძვირებული.