განათლებაზოგადი განათლებაპარტნირებირეგიონებიტრენინგ ცენტრები

ენების ინოვაციური აკადემიის დახმარებით ენების შესწავლა მარტივი და საინტერესოა

0
გაზიარება

„ჩვენი საქმიანობა მოიცავს ენების  სწავლებას  ყველაზე ეფექტური და ინოვაციური მეთოდიკით. ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად მოკლე დროში მივცეთ მსმენელს ენის ისეთი ცოდნა,რასაც ის გამოიყენებს პრაქტიკაში და არ იქნება ორიენტირებული მხოლოდ გამოცდის ჩაბარებაზე.გამოცდის ჩაბარება ჩვენთან – ეს ცოდნის თანმხლები მოვლენაა. „ – ნინო ღარიბაშვილი, ენების ინოვაციური აკადემიის დამფუძნებელი.

ენების ინოვაციური აკადემია მოსწავლეებს სთავაზობს, როგორც ინგლისური, ასევე, სხვდასხვა ენის შემსწვავლელ ყველაზე ეფექტურ და სახალისო მეთოდებს. მსმენელებს აქვთ შესაძლებლობა ჩაერთონ არაერთ საერთაშორისო პროექტში და პროგრამაში, გაიცნონ და დაუმეგობრდნენ თანატოლებს. აკადემია თითოეულ მოსწავლეს სთავაზობს ენის საფუძვლიან შესწავლას (A1) დონიდან აკადემიური (C1) დონის ჩათვლით. ხოლო მათთვის, ვისაც საზღვარგარეთ სურს სწავლის გაგრძელება აკადემიას აქვს საერთაშორისო სასერთიფიკატო კურსების მოსამზადებელი ჯგუფი.

ენების ინოვაციური აკადემია 2019 წლიდან ფუნქციონირებს, პანდემიის რთულ პირობებში კი აკადემიამ გაკვეთილების ჩატარება დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში გააგრძელა. ახალმა გამოწვევამ და ინოვაციამ, ახალ შესაძლებლობებამდე მიიყვანა აკადემია, რამაც საშუალება მისცა ნებისმიერ მსურველს ესარგებლა ენების ინოვაციური აკადემიის შეთავაზებებით ნებისმიერი ქალაქიდან თუ ქვეყნიდან. აკადემიის გუნდმა კი სწრაფად და მარტივად აითვისა ახალი გამოწვევა და დღემდე წარმატებით აგრძელებს შერეული ფორმატით მუშაობას. ენების ინოვაციური აკადემიის მოქნილი და ეფექტური მეთოდების წყალობით, ინტერაქტიული, აქტიური მეთოდებით ქვეყნის ნებისმიერი წერტილიდან არის შესაძლებელი ენის შესწავლა სიღრმისეულად.

 

ვხელმძღვანელობთ საერთაშორისოდ აღიარებული CELTA/DELTA/TESOL/TEFL მეთოდებით. ერთწუთიანი მსჯელობა, 5 წუთიანი მინი გაკვეთილები, დებატები და დისკუსიები, ექსპერტთა პანელი, კრიტიკული აზროვნების გასავითარებელი და ტვინის თამაშები.

ჩვენ ვასწავლით მსმენელებს, თუ თავად როგორ ისწავლონ მარტივად. ვახდენთ ცოდნის კონსტრუირებას სხვადასხვა ტვინის თამაშების მეშვეობით.

სწავლების უახლესი და აპრობირებული, ეფექტური მეთოდებისა თუ მაღალკვალიფიციური მასწავლებლების, სწორი და მყისიერი უკუკავშირით ჩვენი მოსწავლეები უმოკლეს დროში ფარავენ ერთ და მეტ დონეს. უმარტივდებათ მასალის ათვისება, შესაბამისად კომპეტენციის მაღალ დონეს ადასტურებენ საერთაშორისო გამოცდებზე.  “ – ნინო ღარიბაშვილი.

(ენების ინოვაციური აკადემიის მოსწავლეები 8 დღიან საერთაშორისო ბანაკში გაემგზავრნენ)

გარდა ენების შესწავლისა ენების ინოვაციური აკადემია მსმენელს სთავაზობს :

·         სხვადასხვა საერთაშორისო პროექტში ჩართვას.

·         მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებებზე ორიენტირებულ მიდგომას საერთაშორისო ევროპული ჩარჩოს გათვალისწინებით.

·         სწავლებას უახლესი სტატიებით, The Guardians, The New York Times, TED Talk, ფილმებით და წიგნებით.

·         ყოველი გაკვეთილის აქტივობები ემსახურება კრიტიკული აზროვნების განვითარებას. ეს კი თავის მხრივ უზრუნველყოფს ენის ცოდნის ყველა კომპონენტის თანაბარ განვითარებას (მოსმენა, წერა, საუბარი).

·         სწავლობენ არამხოლოდ გამოცდისთვის, არამედ პრაქტიკაში გამოყენებისთვის.

·         ,,Delta, Celta, TESOL – სერთიფიცირებული

·         უცხოელი და ქართველი პროფესორ-მასწავლებლები.

·         აქცენტი სწავლისთვის საჭირო უნარების აქტივაციაზე, მსმენელზე ორიენტირებული ინდივიდუალური პროგრამა

·         სწავლების ინოვაციური, ყველაზე ეფექტური მეთოდები, ინტეგრირებული ვიდეო გაკვეთილები

აღსანიშნავია, რომ ენების ინოვაციური აკადემია იანვრიდან ახალი ფილიალის გახსნას თბილისში გეგმავს. ამ ეტაპზე კი მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ახალი პროექტების განსახორციელებლად. იგეგმება ინგლისურენოვანი ბანაკების ჩატარება, როგორც საქართველოში აგრეთვე მის ფარგლებს გარეთ, რაც მოსწავლეებს ენის შესწავლის სურვილსა და სიყვარულს გაუღრმავებს.

 

​​

მსგავსი სიახლეები

მოიპოვე გერმანული უნივერსიტეტის დიპლომი საქართველოში – შტაინბაისის სამაგისტრო პროგრამა ალტერბრიჯში

პროგრამის აღწერა: ალტერბრიჯში იწყება მიღება საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამაზე: “The Master of Arts In General Management”. პროგრამის უმთავრესი მიზანია, სტუდენტებმა (ამ შემთხვევაში თქვენ მიერ შერჩეულმა თანამშრომლებმა)…

SGBA Business meeting 2023-ის ოფიციალური მხარდამჭერია სასტუმრო – გორი ინნ • Gori Inn

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით 15 დეკემბერს Chateau De Vere შატო დე ვერე-ში Business meeting 2023 გაიმართება, რომლის მიზანიც არის: ✔️ასოციაციის წევრ კომპანიებს შორის თანამშრომლობისა და…

ბიზნეს სამიტი 2023-მა გერმანიაში შექმნილ საერთაშორისო კომპანია-მეამას და სასტუმრო-ეპიზოდს უმასპინძლა

15 ოქტომბერს წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით გაიმართა "ბიზნეს სამიტი 2023", რომელსაც ქართული ბიზნესები ესწრებოდნენ 400 დელეგატისგან შემდგარ სამიტზე პრეზენტაცია გამართეს ქართულმა ბიზნეს…

ისტორიულ შენობაში მდებარე სასტუმრო “ჯორჯია გოლდი” – მყუდრო და სასიამოვნო გარემო თქვენი დასვენებისთვის

2020 წელს ქ. გორში, შეიქმნა სივრცე, რომელიც სასტუმროს, ულამაზესი კაფე-ბარსა და სპორტული სტანდარტების შესაბამის, ქალაქში ყველაზე დიდ საცურაო აუზს აერთიანებს. სასტუმრო ,,ჯორჯია გოლდი’’ ისტორიული შენობაში მდებარეობს, სადაც…

MiniBoss ბიზნეს სკოლა თბილისი წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) წევრი კომპანია გახდა

სასიამოვნო სიახლე Tourist card Georgia - ისა და SuccessCard.ge -ს  მომხმარებლებისთვის MiniBoss ბიზნეს სკოლა თბილისი   წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) წევრი კომპანია გახდა, შესაბამისად ბარათის მფლობელებს გაქვთ…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!