სამეჯლისო ცეკვების ქორეოგრაფმა ერეკლე გირგვლიანმა საკუთარი სამეჯლისო-სპორტული ცეკვების სტუდია გახსნა. ერეკლეს დიდი პოპულარობა ტელეკომპანია “იმედის” ერთ-ერთმა წარმატებულმა პროექტმა – “ცეკვავენ ვარსკვლავებმა” მოუტანა, რომელიც სეზონის განმავლობაში ინფლუენსერ თი მაჭავარიანთან ერთად ცეკვავდა. აღსანიშნავია, რომ თი და ერეკლე სეზონის ფინალისტები გახდნენ. ერეკლესა და თის მეგობრობა პროექის მიღმაც გაგრძელდა და დღეს, ერთად ზრუნავენ სტუდიის წარმატებაზე.
ერეკლე საქართველოს მრავალგზის ჩემპიონია სხვდასხვა ასაკობრივ კატეგორიაში. ასევე, უამრავი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია და კვლაფიკაციის ამაღლების მიზნით გარკვეული პერიოდი უკრაინაში, ქალაქ კიევშიც ცხოვრობდა.
ერეკლესთან ერთად მთავარი ქორეოფრაფი 21 წლის ელენე დავითაიაც იქნება. ელენე, ერეკლეს მსგავსად საქართველოს მრავალგზის ჩემპიონია სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში. ასევე, ევროპის ჩემპიონატის ფინალისტია U-21 ასაკობრივ კატეგორიაში.
ერეკლეს ცეკვავენ ვარსკვლავების მე-10 სეზონის დასრულების შემდეგ გაუჩნდა იდეა, გაეზიარებინა საკუთარი გამოცდილება საზოგადოებისთვის. GeoBusinessNews-თან საუბრის დროს, ერეკლემ ისაუბრა იმ ურთულეს ეტაპებზე, რომელიც სტუდიის გახსნასთან იყო დაკავშირებული.
„ვყოყმანებდი სტუდიის შექმნაზე, რადგან უდიდეს პასუხისმგებლობას, დროსა და ენერგიას საჭიროებს. ერთი შეხედვით გარედან მარტივია იდეა, მაგრამ უდიდეს შრომას მოიცავს საორგანიზაციო საკითხებიდან დაწყებული, ბრენდინგით, მარკეტინგითა და ლოკაციებზე ზრუნვით დასრულბული. ჩვენთვის მთავარი ხარისხიანი პროდუქტის შექმნა“
ერეკლე
მიუხედავად სირთულეებისა ცეკვის სტუდია ChampSpace მზად არის მიიღოს ყველა ლათინო-ამერიკული ცეკვებით დაინტერესებული ადამიანი 5 წლიდან და შესთავაზოს სპეციალური პროგრამა მათი ასაკისა და ინტერესების შესაბამისად.მსურველებს აქვს შესაძლებლობა, რომ ისწავლონ მაღალი ხარისხის ცეკვა და მიიღონ მონაწილეობა ტურნირებსა თუ ფერსტივალებში, როგორც საქართველოს მასშტაბით, აგრეთვე, საერთაშორისო ტურნირებისთვის. ამჟამად, სტუდია ორ ლოკაციაზეა : მოსკოვის გამზირი, ილია ბაბუციძის N2, დოლიძის N3.
„ჩემი გამოცდილება ტურნირებში მონაცილეობის, როგორც საქართველოს ასევე მსოფლიოს მასშტაბით მაძლევს იმის საშუალებას, რომ მყარად ვიდგე და საკუთარი გამოცდილება გავუზიარო ჩემს მოსწავლეებს.“
ერეკლე
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ცეკვავენ ვარკვლავებში ერეკლეს წყვილი თი მაჭავარიანი გახლდათ. რთული ეტაპების მიუხედავად, მათ შეძლეს ფინალამდე მიეღწიათ და საზოგადობას დაუმტკიცეს, რომ შეუძლებელი არაფერია. სწორედ, რომ ერეკლე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ თიმ უბიძგა, შეექმნა ცეკვის სტუდია და მას თანადამფუძნებლადაც მიიჩნევს.
„თის უდიდესი წვლილი მიუძღვის სტუდიის შექმნაში. ცდილობს, რომ მაქსიმალურად იყოს ჩართული მის პოპულარიზაციასა და დახვეწაში. თი ყოველთვის ორიენტირებულია ხარისხზე, ეს უკვე მან ცეკვავენ ვარსკვლავცების პროექტში დაამტკიცა და ახლა შეიძლება თის თანადამფუძნებელიც კი ვუწოდო. ყველა დეტალში გვეხმარება, გვერდით გვიდგას და იდეის გაჩენიდან დღემდე ერთად მოვდივართ“
ერეკლემ ისაუბრა სამომავლო გეგმეებზეც, სამომავლოდ აქვს გადაწყვეტილი გაფართოება, ეს დამოკიდებულია თუ რა გამოხმაურება მოყვება სტუდიას.