ილონ მასკის კომპანიაში მოსვლიდან ერთი კვირის თავზე Twitter-ის მომხმარებელთა ყოველდღიურმა მონეტიზირებულმა ზრდამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. ინფორმაციას ინტერნეტ-პორტალი The Verge ავრცელებს. გამოცემა ინფორმაციას კომპანიის შიდა დოკუმენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
Twitter-ის მონეტიზირებული ყოველდღიური მომხმარებლების ზრდამ 20% შეადგინა. როგორც პორტალი წერს, თუ ეს ინფორმაცია სანდოა, მაშინ ნიშნავს, რომ ქსელი ჯერ მასობრივად არ დაუტოვებიათ მათ, ვინც ამას აპირებდა კომპანიის ილონ მასკის მიერ შეძენის გამო.
ილონ მასკმა 27 ოქტომბერს დახურა კომპანია Twitter-ის შეძენის საქმე და ახლა ამ კომპანიის ერთპიროვნული მმართველია. მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, მილიარდერმა კომპანიის დირექტორთა საბჭო დაითხოვა და ამასთან, გავრცელდა ინფორმაცია, რომ გეგმავს იქ დასაქმებულთა რაოდენობის ორჯერ შემცირებას.