დღის სიახლეებისიახლეები

ერთწლოვანი კულტურების მოყვანის მიზნობრიობით გაცემული სესხის პროცენტს სახელმწიფო დაფარავს

0
გაზიარება

„შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ფარგლებში ქვეკომპონენტი ამოქმედდა, რომლითაც ერთწლოვანი კულტურების მოყვანის მიმდინარე ხარჯების დაფინანსების მიზნობრიობით გაცემული სესხის პროცენტის თანადაფინანსებას სოფლის განვითარების სააგენტო განახორციელებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეკომპონენტის ამოქმედება ხელს შეუწყობს ერთწლოვან სასოფლო-სამეურნეო კულტურებში თვითუზრუნველყოფის მაჩვენებლის ზრდას. მათ შორის, მარცვლეულისა და იონჯის პირველადი წარმოების ხელშეწყობას.

„სოფლის განვითარების სააგენტო მოახდენს ქვეკომპონენტის ფარგლებში გაცემული სესხის არა უმეტეს 12 თვის პროცენტის თანადაფინანსებას წლიური 9%-ის ოდენობით, სესხის გაცემიდან არა უმეტეს 14 თვის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ბენეფიციარი დაადასტურებს სესხის მიზნობრივად ხარჯვას. ერთ ბენეფიციარზე გაცემული სესხის თანხა განისაზღვრა 10,000 ლარიდან 100, 000 ლარის ჩათვლით.

სესხის მიზნობრიობა მოიცავს ერთწლოვანი კულტურებისა და იონჯის ერთი საოპერაციო წლის ხარჯების დაფინანსებას, კერძოდ, სათესი და სარგავი მასალის, პესტიციდების, ორგანული და მინერალური სასუქების, მცენარეთა დაცვის ბიოლოგიური საშუალებების, შრომითი რესურსებისა და სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დაქირავების და სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის გამოყენებული ტექნიკის საწვავ-საცხები მასალების მიმდინარე ხარჯების დაფინანსებას.

მიწის ნაკვეთი, სადაც იგეგმება სესხის თანხის ინვესტირება, უნდა იყოს მსესხებლის საკუთრებაში, თანასაკუთრებაში ან სარგებლობაში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად (თანასაკუთრების შემთხვევაში, უნდა არსებობდეს თანამესაკუთრეების თანხმობა სესხის ვადის განმავლობაში ქონებით სარგებლობის თაობაზე, ხოლო სარგებლობის შემთხვევაში, მისი მოქმედების ვადა არ უნდა იყოს სესხის ვადაზე ნაკლები).

ქვეკომპონენტით სარგებლობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირებს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ ინდივიდუალურ მეწარმეებსა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს (გარდა სახელმწიფო/მუნიციპალური საწარმოებისა).

აგროკრედიტის გაცემა დაიწყება განკარგულების ამოქმედების შემდეგ; საფინანსო ინსტიტუტებს შეეძლებათ, სესხები გასცენ 2023 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით.

„ერთწლოვანი კულტურების დაფინანსებისთვის“ ქვეკომპონენტი პროექტს 2020 წლიდან დაემატა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

საქართველო ბენზინის ფასის მიხედვით 96 ქვეყანას შორის მე-60 ადგილს იკავებს – Numbeo

Numbeo-მ 96 ქვეყანაში ბენზინის საშუალო ფასი შეისწავლა. კვლევის მიხედვით 1 ლიტრი ბენზინი ყველაზე ძვირი ჰონგ-კონგში, ხოლო ყველაზე იაფი ლიბიაში ღირს. რაც შეეხება საქართველოს, ის 96 ქვეყანას შორის მე-60 ადგილს იკავებს. აღნიშნული…

მეორადი ავტონაწილების იმპორტი იზრდება

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარში, თებერვალსა და მარტში ქვეყანამ 6.818 მლნ დოლარის ნაწილები შეიძინა, მაშინ, როცა 2024 წლის ამავე პერიოდში ეს მაჩვენებელი 7.410 მლნ დოლარამდე გაიზარდა. 2023 წლის სრული მონაცემების…

თბილისში პარკირების წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმების რაოდენობამ 3 თვეში 4.403 მლნ ლარი შეადგინა

საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე), მიხედვით, 2024 წლის იანვარ-მარტში დედაქალაქში პარკირების წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმებით ბიუჯეტში 4 403 616 ლარი შევიდა, 2023 წლის ანალოგიურ…

Business summit 2024 – საუკეთესო პლატფორმა, ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს პროექტების, ინიციატივებისა და პროდუქტების პოპულარიზაციისთვის

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის და პიარ საკონსულტაციო კომპანია Fame Consulting • ფეიმ კონსალტინგი -ს ორგანიზებით  24 მაისს Hotels & Preference Hualing Tbilisi წლის მთავარი ბიზნეს მოვლენა : Business Summit 2024…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!