სახელმწიფო სერვისების სააგენტოს 2023 წლის სექტემბრის მონაცემებით, საზღვარგარეთ ჯამში საქართველოს 25 799 მოქალაქეა რეგისტრირებული,ხოლო აქედან- 10 143 მოქალაქე ევროკავშირის წევრ ქვეყნებშია რეგისტრირებული.
ევროკომისია რეკომენდაციას იძლევა,რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს. შესაბამისი განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაინერმა გუშინ, ბრიუსელში მიმდინარე პრესკონფერენციაზე განაცხადა.
საქართველოს მოქალაქეები რეგისტრაცია ევროკავშირის წევრ ქვეყნებში:
- საბერძნეთი – 3 954 მოქალაქე;
- გერმანია – 1 771 მოქალაქე;
- ესპანეთი – 1 356 მოქალაქე;
- საფრანგეთი – 952 მოქალაქე;
- ბელგია – 673 მოქალაქე;
- ავსტრია – 362 მოქალაქე;
- იტალია – 313 მოქალაქე;
- კვიპროსი – 204 მოქალაქე;
- შვედეთი – 157 მოქალაქე;
- ნიდერლანდები – 82 მოქალაქე.