დღის სიახლეებისიახლეები

ევროკავშირი მიგრანტების მიღების წესებს ამკაცრებს, დეპორტაციას კი ამარტივებს

0
გაზიარება

ევროკავშირი იმ მიგრანტების დეპორტაციას გეგმავს, რომელთა განაცხადი თავშესაფრის ან რეგულაციის თაობაზე უარყოფილი იქნება. მიგრაციის პოლიტიკის შესახებ წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრებმა ხუთშაბათს სტოკჰოლმში გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს.

ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრმა ილვა იოჰანსონმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გასულ წელს ევროკავშირში არალეგალურად 300 000-ზე მეტი ადამიანი შევიდა, თავშესაფრის თაობაზე კი 924 000 განაცხადი იყო შესული.

”ეს ნიშნავს, რომ ჩვენ სამჯერ მეტი განაცხადი გვაქვს თავშესაფრის შესახებ, ვიდრე არარეგულარულ ჩამომსვლელების რაოდენობაა”, – განაცხადა იოჰანსონმა და აქვე აღნიშნა,რომ მიგრანტების უმეტესობას არ სჭირდება საერთაშორისო დაცვა.

შვედეთის მიგრაციის მინისტრის, მარია მალმერ სტენერგარდის თქმით კი, ახლა ბევრ ქვეყანაში უფრო მეტი ლტოლვილია, ვიდრე 2015 და 2016 წლებში იყო. მისი განცხადებით, რეადმისიის დაბალი მაჩვენებლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი მესამე ქვეყნების თანამშრომლობის სისუსტეა.

ამ მექანიზმის მიხედვით, ევროკომისია რეგულარულად შეაფასებს მესამე ქვეყნების თანამშრომლობის დონეს რეადმისიის სფეროში და ანგარიშს ევროპარლამენტს წარუდგენს.

ევროკომისიის მონაცემებით, 2022 წელს ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანაში 923,991 თავშესაფრის მოთხოვნა დარეგისტრირდა, რაც 2021 წელთან შედარებით 46,5-ით მეტია.

პირველ ადგილზე ამ მხრივ გერმანია იყო – ქვეყანამ 226,467 განაცხადი მიიღო. მეორე ადგილზე საფრანგეთი გავიდა 154 597 განაცხადით, შემდეგ კი ესპანეთი (116 952) და ავსტრია (108 490) მოდის.

მსგავსი სიახლეები

Hometta Design • ჰომეტა დიზაინი – შექმენი შენთვის!

ავეჯის საწარმო Hometta Design • ჰომეტა დიზაინი 2018 წლიდან ინტერიერის შემქმნელებს, დიზაინერებსა და სივრცის მფლობელებს შთააგონებს საოცნებო, ორიგინალური ავეჯით და მათ წარმოსახვას რეალურ სივრცეში ასახავს, კომპანია მომხმარებლებს…

ელექტროენერგიის ექსპორტი თითქმის 15-ჯერ გაიზარდა

წელს 3 თვეში, ელექტროენერგიის ექსპორტი  წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის, 15-ჯერ გაიზარდა. კერძოდ, სტატისტიკის მიხედვით, 2024 წელს 3 თვეში ქვეყნიდან 20,299 მლნ კვტ.სთ (1,263 მლნ აშშ დოლარი) ელექტროენერგია…

2024 წლის საქართველოში იახტების იმპორტი 48.5%-ით გაიზარდა

2024 წლის იანვარ-მარტში საქართველომ 639 510 აშშ დოლარის იახტები (იახტები და სხვა მოცურავე საშუალებები დასვენების ან სპორტისათვის) იყიდა. მაშინ, როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველოში 328 830 აშშ დოლარის ღირებულების…

28 ივლისს Black Sea Arena-ზე ბრიტანული ბენდის Massive Attack-ის კონცერტი გაიმართება

სახელმწიფო პროგრამა Starring Georgia-ს ფარგლებში 28 ივლისს Black Sea Arena-ზე ბრიტანული ბენდის Massive Attack-ის კონცერტი გაიმართება. ინფორმაციას Black Sea Arena-ს ადმინისტრაცია ავრცელებს. ბილეთების გაყიდვა ხვალ - 25 აპრილს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!