დღის სიახლეებისიახლეები

ევროკავშირში თურქული თხილის ალტერნატიულ მიმწოდებლად საქართველოს ანიჭებენ უპირატესობას

0
გაზიარება

აგროპორტალ EastFruit-ის შეფასებით, თურქეთს, რომელიც მსოფლიოში თხილის წამყვანი მწარმოებელია, სერიოზული პრობლემები შეექმნა, რადგან ევროკავშირის ბევრი მყიდველი უკვე ალტერნატიულ მიმწოდებლებს, მათ შორის საქართველოს ანიჭებს უპირატესობას.

Mundus-Agri-ს მასალებზე დაყრდნობით, პორტალი წერს, რომ თხილის გლობალურ ბაზარზე კონკურენცია მძაფრდება და მსხვილი მიმწოდებლების რაოდენობა იზრდება, რის გამოც თურქი მწარმოებლები საერთაშორისო ვაჭრობაში ქვეყნის პოზიციის შესანარჩუნებლად ახალი სტრატეგიის, ანუ გრძელვადიანი დაგეგმარების საჭიროებაზე საუბრობენ.

თხილისა და ჩირის საერთაშორისო საბჭოს (INC) მონაცემებით, 2022/2023 წლების სეზონის დასასრულს მსოფლიოში ნაჭუჭიანი თხილის 230 900 ტონა მოცულობის მარაგში თურეთის წილმა შესაძლოა, 215 000 ტონა, ანუ 93% შეადგინოს. EastFruit-ის შეფასებით, თურქეთი ერთადერთი მსხვილი მოთამაშეა, რომელმაც ბაზარზე აბსოლუტური ლიდერობის მიუხედად, ამ სეზონზე თავისი პროდუქციის მნიშვნელოვანი მოცულობის გაყიდვა ვერ შეძლო.

მიმწოდებლები ხაზს უსვამენ, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში თურქეთმა პოზიციები მნიშვნელოვნად დაკარგა. მართალია, 2023/2024 წლების პროგნოზირებულ 1,825 მილიონ ტონა მსოფლიო მოსავალში თურქეთიდან 810,000 ტონა თხილს მოელიან, რაც გლობალური წარმოების 63%-ია, მაგრამ სხვა მწარმოებელი ქვეყნები მას ეწევიან.

 

მსგავსი სიახლეები

საქართველოში რეგისტრირებული ბიზნესებიდან მხოლოდ 27% ფუნქციონირებს

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის 1-ლი აპრილის მდგომარეობით, საქართველოში 995 678 კომპანიაა რეგისტრირებული, საიდანაც აქტიური მხოლოდ 273 745 სუბიექტია. რეგისტრირებული 995 678 კომპანიიდან, 533 099 სუბიექტის საქმიანობა უცნობია,…

ძალაში შევიდა ცვლილება, რომელიც ქიმიოთერაპიის მედიკამენტები სრულად დაფინანსდებას ითვალისწინებს

ძალაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც ქიმიოთერაპიასთან, ჰორმონოთერაპიასთან და იმუნოთერაპიასთან დაკავშირებული პროგრამული მედიკამენტები, რომელიც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვისაა საჭირო, სრულად დაფინანსდება.…

საქართველო ჯანდაცვის ინდექსით მსოფლის 94 ქვეყანას შორის 79-ე ადგილზეა – Numbeo

2024 წლის აპრილის მდგომარეობით, საქართველო ჯანდაცვის ინდექსით მსოფლის 94 ქვეყანას შორის 79-ე პოზიციაზე აღმოჩნდა. მონაცემებს კლევის პორტალი, Numbeo აქვეყნებს. წინა კვლევასთან შედარებით, რომელიც 2023 წლის შუა პერიოდში…

ევროპის ხუთი უდიდესი სახელმწიფოს რეიტინგი

ევროკავშირი ამ ეტაპზე 27 წევრ სახელმწიფოს აერთიანებს. თითოეული მათგანი ერთმანეთისგან განსხვავებულია, როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად და კულტურულად, თუმცა ევროკავშირის ერთიანობას სწორედ მისი წევრების უნიკალურობა…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!