ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ევროპაში A-95 მარკის ბენზინის საწვავის ფასი ლიტრზე 0,02 – 1,55 ევროთი, დიზელის საწვავის საშუალო ფასი კი 0.02 -1,48 ევროთი შემცირდა.
ევროპის ქვეყნებში საწვავი ყველაზე ძვირია ნიდერლანდებში, დანიაში და ისლანდიაში. ამ ქვეყნებში საწვავის ფასი ევროპის სხვა ქვეყნების საშუალო ფასებს დაახლოებით 25-30%-ით აღემატება.
31 ივლისის მდგომარეობით, ნიდერლანდებში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს – 2,17 ევროს, A-98 მარკის ბენზინის – 2.35 ევროს, დიზელის საწვავის – 1,88 ევროს.
ნორვეგიაში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი 1,87 ევროა, A-98 მარკის ბენზინის – 2,02 ევრო, დიზელის საწვავის კი- 1,68 ევრო.
ფინეთში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს – 1,82 ევროს, A-98 მარკის ბენზინის – 1,91 ევროს, დიზელის საწვავის – 1.72 ევროს;
ყველაზე იაფი საწვავი არის რუსეთში, სადაც A-92 მარკის ბენზინი – 0,565 ევრო, A-95 მარკის ბენზინი – 0,61 ევრო , A-98 მარკის ბენზინი – 0,71 ევრო, დიზელის საწვავი კი – 0,70 ევრო ღირს.
ცნობისათვის, საქართველოში ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე A-92 მარკის ბენზინის ფასი 1,071 ევრო, A-95 მარკის ბენზინის ფასი – 1,14 ევრო, A-98 მარკის ბენზინის – 1.27 ევრო და დიზელის საწვავის – 1.14 ევროა.
საწვავის ფასები ევროპისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში: