დღის სიახლეებიპარტნირებირეპორტაჟებისაინტერესო სიახლეებისიახლეებიტრენინგ ცენტრები

ევროპის აკადემიური ცენტრის დელეგაცია ყოველწლიური ვიზიტით სტრასბურგში, პარიზში, ბაზელსა და კელში იმყოფებოდა

0
გაზიარება

ევროპის აკადემიური ცენტრის დელეგაციას დელეგაციას ქართველი მოსამართლე ლადო ჭანტურია მასპიძნლობა, რომელმაც სასამართლოს მუშაობის სტრუქტურაზე, სპეციფიკასა და კომპეტენციის ფარგლებზე ისაუბრა. ვიზიტის ფარგლებში, ასევე შეხვედრები გაიმართა ევროპარლამენტსა და ევროპის ახალგაზრდულ ცენტრში,სადაც დელეგატებმა ევროპარლამენტის პოლიტიკური დაჯგუფებების შესახებ, ევროპის პარლამენტში წევრ ქვეყანათა და წევრ დეპუტატთა კვოტირების შესახებ მიიღეს ინფორმაცია

 

„ვიზიტები ჩატარდა უმაღლეს ინსტიტუციებში, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.შემდეგი ვიზიტი იყო ევროპის საბჭოში, ჩვენ დელეგაციას უმასპინძლა მარი როუზ პრევოსტმა, რომელმაც დელეგატებთან ევროსაბჭოს შექმნის ისტორია განიხილა, მისი ძირითადი პრინციპები და მნიშვნელობა ცივილიზებულ სამყაროში, ევროსაბჭოში ასევე დელეგაციას უმასპინძლა ქალბატონმა სოფო ჯაფარიძემ, რომელიც ამჟამად ვენეციის კომიტეტის სამართლებრივი მრჩეველია, მან მისი მუშაობის გამოცდილება და ვენეციის კომისიის მნიშვნელობა განიხილა.                                                                                                        

აღნიშნული პროექტი იყო ნაყოფიერი და მრავლის მომცემი. კიდევ უფრო თვალსაჩინოა ის თუ რატომ უნდა დაუკავშიროს ქართველმა ახალგაზრდებმა მათი სამომავლო პერსპექტივები ევროპას, ევროპული განვითარების გზას.“ – ეთერ სანაია, ევროპის აკადემიური ცენტრის დამფუძნებელი

 

დელეგატებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს ევროპარლამენტის კომპეტენციის შესახებ, ახალგაზრდული ცენტრის დაარსების ისტორიასა და მის მნიშვნელობაზე, გაეცნენ ახალგაზრდა თაობის პროფესიული და კარიერული ზრდა-განვითარების ევროპულ მექანიზმს. შეხვედრისას ისაუბრეს განათლებისა და ერუდიციის მნიშვნელობაზე, ახალგაზრდულ პროექტებსა და მათ სამომავლო პერსპექტივებზე.

 

ევროპის უმაღლეს ორგანიზაციებში ვიზიტით იმყოფება არაფორმალური განათლების პროექტი: გლობალური კრიზისების ფორუმი 2022 წლის გამარჯვებული დელეგატები, მარიტა გრიგოლაშვილი და ტატო დიასამიძე, აღსანიშნავია ის რომ, გამარჯვებული დელეგატების გამგზავრება ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიამ და დეპუტატ ბეჟან წაქაძის ბიურომ  უზრუნველყო.

ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობდა ევროპის აკადემიური ცენტრის დამფუძნებელი ეთერ სანაია, პროექტის მენეჯერი მარიამ დანელია.დელეგატებს შორის იმყოფებოდნენ სტუდენტები,იურისტები და მოსწავლეები, როგორც საქართველოს დედაქალაქიდან,ასევე რეგიონებიდან.

 

 

მსგავსი სიახლეები

საქართველოში რეგისტრირებული ბიზნესებიდან მხოლოდ 27% ფუნქციონირებს

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის 1-ლი აპრილის მდგომარეობით, საქართველოში 995 678 კომპანიაა რეგისტრირებული, საიდანაც აქტიური მხოლოდ 273 745 სუბიექტია. რეგისტრირებული 995 678 კომპანიიდან, 533 099 სუბიექტის საქმიანობა უცნობია,…

ძალაში შევიდა ცვლილება, რომელიც ქიმიოთერაპიის მედიკამენტები სრულად დაფინანსდებას ითვალისწინებს

ძალაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც ქიმიოთერაპიასთან, ჰორმონოთერაპიასთან და იმუნოთერაპიასთან დაკავშირებული პროგრამული მედიკამენტები, რომელიც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვისაა საჭირო, სრულად დაფინანსდება.…

საქართველო ჯანდაცვის ინდექსით მსოფლის 94 ქვეყანას შორის 79-ე ადგილზეა – Numbeo

2024 წლის აპრილის მდგომარეობით, საქართველო ჯანდაცვის ინდექსით მსოფლის 94 ქვეყანას შორის 79-ე პოზიციაზე აღმოჩნდა. მონაცემებს კლევის პორტალი, Numbeo აქვეყნებს. წინა კვლევასთან შედარებით, რომელიც 2023 წლის შუა პერიოდში…

ევროპის ხუთი უდიდესი სახელმწიფოს რეიტინგი

ევროკავშირი ამ ეტაპზე 27 წევრ სახელმწიფოს აერთიანებს. თითოეული მათგანი ერთმანეთისგან განსხვავებულია, როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად და კულტურულად, თუმცა ევროკავშირის ერთიანობას სწორედ მისი წევრების უნიკალურობა…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!