დღის სიახლეებისიახლეები

ფიზიკური პირების დაკრედიტების წესში ცვლილებები შევიდა,რომელიც სესხების რესტრუქტურიზაციას და რეფინანსირებას ეხება

0
გაზიარება

2023 წლის 1-ლი იანვრიდან ფიზიკური პირების დაკრედიტების წესში ცვლილებები შევიდა, რომლის თანახმადაც სესხის გამცემმა უნდა უზრუნველყოს ის, რომ კრედიტის რეფინანსირებისას ან რესტრუქტურიზაციისას არ მოხდეს მსესხებლის ჯამური ვალდებულების მოცულობის ზრდა.

„ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 13 მარტის ბრძანებაში შეტანილი ცვლილების მიხედვით, „სესხის რეფინანსირების/საყურადღებო მოდიფიკაციის/რესტრუქტურიზაციის შემთხვევაში, სესხის გამცემმა ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს, რომ გაცემული სესხით დაიფაროს მსესხებლის რეფინანსირებული/საყურადღებოდ მოდიფიცირებული/რესტრუქტურიზებული სესხით გათვალისწინებული ვალდებულებები და არ მოხდეს მსესხებლის ჯამური ვალდებულებების მოცულობის ზრდა.“

ცვლილებები სესხების რეფინანსირება/რესტრუქტურიზაციაში:

რესტრუქტურიზებული სესხი – საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „ფინანსური ინსტრუმენტების რისკის კატეგორიებისა და მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის განსაზღვრის წესით“ განმარტებული რესტრუქტურიზებული ფინანსური ინსტრუმენტი (სესხი) ან სესხი, რომლის პირობები იცვლება სესხის მომსახურების პერიოდში მსესხებლის ფინანსური სირთულეების მიზეზით მის მიერ სესხის მომსახურების შეუძლებლობის გამო (მათ შორის, თუ ამ დებულებით დადგენილი კოეფიციენტები დაირღვა). მსესხებლის ფინანსური სირთულეების შეფასებისა და დადასტურების წესები სესხის გამცემი ორგანიზაციის ადეკვატური შიდა პოლიტიკა-პროცედურებით უნდა განისაზღვროს;

რეფინანსირებული სესხი – საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „ფინანსური ინსტრუმენტების რისკის კატეგორიებისა და მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის განსაზღვრის წესით“ განმარტებული რეფინანსირებული ფინანსური ინსტრუმენტი (სესხი) იმ თავისებურების გათვალისწინებით, რომ სესხის რეფინანსირებისას არ უნდა ხდებოდეს ვალდებულების მოცულობის ზრდა. ვალდებულებების მოცულობის ზრდად არ ითვლება სესხზე/სესხებზე დარიცხული და გადაუხდელი პროცენტის, საკომისიოს, პირგასამტეხლოსა და ნებისმიერი სხვა ფორმის ფინანსური სანქციის კაპიტალიზაცია, ასევე, ნოტარიუსის, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მომსახურების ხარჯები ან/და სესხთან დაკავშირებული სხვა ხარჯი;“

ამ დებულების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის დასაშვებია მხოლოდ სესხის გამცემ ორგანიზაციებთან არსებული ვალდებულების რესტრუქტურიზაცია/რეფინანსირება/საყურადღებო მოდიფიკაცია. გამონაკლისის სახით, შესაძლებელია, ეროვნული ბანკის რეგულირებისა და ზედამხედველობის ქვეშ არმყოფი პირების მიერ გაცემული უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების რესტრუქტურიზაცია/რეფინანსირებასაყურადღებო მოდიფიკაცია, თუ უზრუნველყოფის საშუალების იპოთეკის ხელშეკრულება რეგისტრირებულია სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.

ცვლილებების მიხედვით, ამ დებულების მოთხოვნები არ ვრცელდება 2019 წლის პირველ იანვრამდე არსებულ სასესხო ნაშთებსა და მათ რეფინანსირებაზე/საყურადღებო მოდიფიკაციაზე. აღნიშნული, მათ შორის, არ ვრცელდება 2019 წლის პირველი იანვრის შემდგომ განხორციელებულ რეფინანსირებაზე/საყურადღებო მოდიფიკაციაზე (შესაძლებელია, გაკეთდეს რამდენჯერმე), თუ თავდაპირველი სესხი გაცემულია 2019 წლის პირველ იანვრამდე.

ამ დებულების მოთხოვნები ვრცელდება 2019 წლის პირველი იანვრის შემდეგ გაცემული სესხის რეფინანსირებაზე/საყურადღებო მოდიფიკაციაზე.

 

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!