ბენე ექსკლუზივი აგრძელებს ინოვაციური და წარმატებული პროექტების განხორციელებას. ‘FLYTAXI’ ერთ-ერთ იმ წარმატებულ პროექტებს შორის არის, რომელიც მომხმარებლების კომფორტზე ზრუნავს. აეროპორტის ტაქსმა ოპერირება 2019 წელს დაიწყო, ტაქსის მიწოდების ექსკლუზიური შეთანხმებით 2027 წლამდე.
ამ წლების მანძილზე აეროპორტის ტაქსმა ბევრ გამოწვევას გაუძლო და ექსკლუზიური პირობით დღემდე აგრძელებს, როგორც უცხოელი ტურისტების, ასევე ჩვენი მოქალაქეების გადაადგილების უზრუნველყოფას მთელი საქართველოს მასშტაბით. ბენე ექსკლუზივის მრავალწლიანი გამოცდილება საშუალებას იძლევა ოპერატიულად და ხარისხიანად შესრულდეს სტუმრების დახვედრა და გაცილება, მათ შორის გაუთვალისწინებელი ტრანსფერებიც კი.
თითოეული მანქანა არის დაბრენდილი აეროპორტის ექსკლუზიური ლოგოთი, მძღოლებს აცვიათ შესაბამისი ფორმა და უკეთიათ ბეიჯი. აღსანიშნავია, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მოფრენის ტერმინალში ბენე ექსკლუზივის ოფისი ფუნქციონირებს, რაც სტუმარს საშუალებას აძლევს 24 საათის განმავლობაში მიიღოს საჭირო ინფორმაცია. ტაქსის ავტოპარკი დაკომპლექტებულია სხვადასხვა ფირმის მაღალი კლასის ავტომობილებით. ახლახანს ავტოპარკს უახლესი მოდელი „KIA NIRO“-ც შეემატა, რომელიც დახვეწილი სალონითა და თანამედროვე კომპლექტაციით გამოირჩევა.
ბენე ექსკლუზივი მომხმარებლებს სთავაზობს უახლესი მოდელის მინივენებს, რაც მგზავრს საშუალებას აძლევს კომფორტულად გადაადგილდეს და ნებისმიერი ზომის, თუ მოცულობის ბარგი განათავსოს. ოპერირების დაწყებისთანავე ფუნქციონირებს ვებ-გვერდი, რისი მეშვეობითაც მომხმარებლებს რამდენიმე თვით ადრე შეუძლიათ მომსახურების დაჯავშნა. ასევე, ფუნქციონირებს 24 საათიანი ქოლ-ცენტრი, რაც იმას ნიშნავს, რომ ტაქსი ხელმისაწვდმია ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან.
„FLYTAXI“-ის ტარიფები განისაზღვრება ზონების მიხედვით და შესაძლებელია ანგარიშსწორება სხვადასხვა მეთოდით : გადახდა ინვოისის საფუძველზე, ნაღდი ანგარიშწორება, ბარათით გადახდა და საბანკო გადარიცხვა.
მძღოლების უმეტესობას გავლილი აქვს „ბენე აკადემიის“ კურსი, შესაბამისად, ისინი გამოირჩევიან მძღოლისთვის აუცილებელი ყველა უნარ-ჩვევით და საუბრობენ რამდენიმე ენაზე.
ყოველდღიურად მუშაობს 30-40 სედანის ტიპის ავტომობილი. ტაქსის მგზავრების 97% წარმოადგენს უცხოელ ტურისტებს, ხოლო მათი ტრანსპორტირების 90% არის აეროპორტიდან ქალაქის მიმართულებით გადაადგილება. წლის დაბალ სეზონზე თვის ჭრილში ხორციელდება 6 000-ზე მეტი გადაყვანა, მაღალ სეზონზე კი, დატვირთვა იზრდება 30-35%-ით.
“FLYTAXI” ემსახურება, როგორც ინდივიდუალურ კლიენტებს, ასევე სხვადასხვა პროფილის კომპანიებს, მათ შორის, სასტუმროების ქსელებს. ასევე, უზრუნველყოფს კორპორატიულ გადაადგილებას მთელი საქართველოს მასშტაბით.
პანდემიის პერიოდში, როცა ყველა სახის ბიზნესმა შეაჩერა, ან ნაწილობრივ შეზღუდა მუშაობა, ბენე ექსკლუზივმა თავისი ყველა პროექტით და მათ შორის „FLYTAXI“-ით მოახდინა შექმნილ ვითარებასთან ადაპტაცია. ქვეყანაში შექმნილ რთულ მდგომარეობაში იმ უმსხვილესი კომპანიების თანამშრომლების ტრანსპორტირებას ახდენდა, რომელთა სამსახურში ყოფნაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, მათ შორის იყვნენ სამედიცინო სფეროს, საბანკო სექტორის, სამთავრობო სტურქტურების, სააფთიაქო ქსელისა და სხვადასხვა სტრატეგიული დანიშნულების ობიექტების თანამშრომლები. ამ პროცესში აეროპორტის ტაქსი აქტიურად იყო ჩართული.
ბენე ექსკლუზივის პროექტი -“ FLYTAXI “ ერთადერთია, რომელიც ოფიციალურად ოპერირებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. მრავალფეროვანმა ავტოპარკმა, რომელიც დღითიდღე იზრდება, კვალიფიციურმა კადრებმა და საქმისადმი გულმოდგინე დამოკიდებულებამ ბენე ექსკლუზივს მომხმარებლის ნდობა მოაპოვებინა.