დღის სიახლეებისიახლეები

Forbes-ის რეიტინგის მიხედვით, TOP 10 პროფესია ექვსნიშნა ანაზღაურებით

0
გაზიარება

Forbes-მა გამოაქვეყნა იმ პროფესიების ათეული, რომლებიც მიმდენარე წელს დასაქმებულთათვის ექვსნიშნა ანაზღაურების მიღების შესაძლებლობას იძლევა. რეიტინგი შეირჩა აშშ-ის ბაზრის კვლევის მაგალითზე და მოიცავს ექვსნიშნა ხელფასის მქონე რამდენიმე სექტორს, მათ შორის ტექნოლოგიებს, ჯანდაცვას, ფინანსებს და სამართალს.

როგორც Forbes-ის ამერიკული ბიურო წერს, რეიტინგში მოცემული ინდუსტრიები მაღალ ხელფასებთან ერთად, უზრუნველყოფენ სტაბილურობას და გრძელვადიან კარიერულ განვითარებას.

Forbes-ის მონაცემებით, TOP 10 ექვსნიშნა ანაზღაურების მქონე პროფესია:

  • პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერი – ხელფასი: 105 331 დოლარი;
  • ფინანსური მენეჯერი – ხელფასი: 110 643 დოლარი;
  • ავიაკომპანიის პილოტი – ხელფასი: 110 816 დოლარი;
  • მონაცემთა ანალიტიკოსი – ხელფასი: 123 039 დოლარი;
  • პრაქტიკოსი მედდა – ხელფასი: 126 451 დოლარი;
  • ბაზრის კვლევის ანალიტიკოსი – ხელფასი: 154 328 დოლარი;
  • მთავარი იურიდიული მრჩეველი – ხელფასი: 158 564 დოლარი;
  • ექიმი – ხელფასი: 194 306 დოლარი;
  • ქირურგი – ხელფასი: 285 665 დოლარი;
  • ანესთეზიოლოგი – ხელფასი: 354 537 დოლარი.

Forbes-ის რეიტინგი დამყარებულია სამუშაოს ძიების პლატფორმა Indeed-ის მონაცემებზე. რეიტინგში წარმოდგენილია საშუალო საბაზრო წლიური ხელფასი, რომელიც ეფუძნება კომპეტენციასა და გამოცდილებას.

მსგავსი სიახლეები

საერთაშორისო სემინარი “კეთილდღეობა სკოლებში” – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი

სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, პროგრამა eTwinning -ის ფარგლებში, ჩატარდა საერთაშორისო სემინარი "კეთილდღეობა სკოლებში". სემინარში მონაწილეობას იღებდნენ ქართველი და ევროპის 14…

ქართული მართვის მოწმობით საბერძნეთში გადადგილება შესაძლებელი ხდება

ქართული მართვის მოწმობით გადადგილება საბერძნეთშიც შესაძლებელი ხდება. შესაბამის, „მართვის მოწმობების ურთიერთაღიარების და გაცვლის შესახებ“ შეთანხმებას, საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობებს შორის ხელი უკვე მოეწერა.…

აგვისტოში საქართველოში ყველაზე მეტად კიტრი და კივი გაძვირდა, ხოლო მწვანილი და კომბოსტო გაიაფდა

eastfruit-ი სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ივლისთან შედარებით აგვისტოში სამომხმარებლო ფასებმა 0.1%-ით დაიკლო. გამოცემის ცნობით, ფასების ზრდა ცალკეულ პროდუქტებზე სეზონურობით არის ახსნილი. აგვისტოში საქართველოში…

აფრიკაში ბანანის ღვინის წარმოება დაიწყეს – BBC

აღმოსავლეთ აფრიკის რესპუბლიკა მალავიში ღვინის კოოპერატივ Twitule-მ ბანანის ღვინის წარმოება დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. Twitule ღვინის დასაყენებლად გადამწიფებულ ბანანს იყენებს, რაც, ფერმერების განცხადებით,…

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან გერმანიაში 811 000 ლიტრი ღვინოა ექსპორტირებული

ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფრომაციით, 2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან გერმანიაში 811 ათასი ლიტრი ღვინოა ექსპორტირებული და გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 37%-იანი ზრდა შეადგინა.…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!